ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! 22 წლის ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 308კგ დაძლია და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა!
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად მოკრივეთა 22 წლამდე ნაკრების წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, რომელიც თებერვალში ევროპის კრივის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ქალაქ ობიდოშში გამართულ ჩელენჯერის ფინალში ბელგიელ მარინა ზანევსკასთან ორ სეტში 5:7, 2:6 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან პრი ლევან მატიაშვილის ვერცხლით დაასრულა.
ანტალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: 81კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ იპირველა!
6 აპრილს, ვაკის პარკში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში.
6-13 აპრილს, ბათუმის ახალი სპორტის სასახლე, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 40-ზე მეტი ქვეყნის 400 სპორტსმენი მიიღებს.
ანტალიის გრან პრი, სადაც საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობს, გუნდმა ბრინჯაოს მედლით დაიწყო - 66კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი ბაგრატ ნინიაშვილმა დაიკავა.
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმში ევროპის ძალოსნობის ფედერაციის - EWF - კონგრესი გაიმართა.
სპორტკომპლექს „არენა I“-ში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ერთობლივი ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით სპორტის საერთაშორისო დღისამდი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო