ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონია!

19 წლის ტატო გრიგალაშვილმა ბუდაპეშტის გრან პრი მოიგო! ახლახანს დასრულებულ 81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა ბრაზილიელი ჟოაო მასედო ორჯერ დააგდო ვაზაარიზე და ოქრო იპონით მოიგო!

გრიგალაშვილი წელს უკვე მეოთხე მედალს, თუმცა პირველ ოქროს დაეუფლა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ თბილისის გრან პრიზე და ბაქოს გრან სლემზე ახალგაზრდა ქართველი მესამე გახლდათ, ისევე როგორც ბუდაპეშტის გრან პრიმდე დასრულებულ მსოფლიო უნივერსიადაზე, ნეაპოლში.

ნახევარფინალში ტატომ მასპინძელთა ლიდერი ატილა უნგვარი დაამარცხა, მანამდე კი ივაილო ივანოვს (ბულგარეთი), პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს, იტალიელ კრისტიან პარლატის და ესპანელ იგორ ერერო საპირაინს სძლია.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო