ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტის გრან პრიზე

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ხვალიდან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მორიგ გრან პრის უმასპინძლებს.

ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ მეტრეველმა გუნდის წევრები დაასახელა. ბუდაპეშტში ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავებს:
60კგ: ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
81კგ: ტატო გრიგალაშვილი
90კგ: ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
100კგ: გიორგი ბერიაშვილი
+100კგ: გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე

შეგახსენებთ, რომ 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ახლახანს ნეაპოლში, მსოფლიო უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ბექა ღვინიაშვილმა (90კგ) მინსკში ევროპის II თამაშებზე იასპარეზა, სადაც მედლის გარეშე დარჩა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო