ქართული
სპორტი
 
 
ობიექტები

     საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შესწავლა და აღრიცხვა, რომლისთვისაც დაიგეგმა არაერთი მასშტაბური ღონისძიება.
     სამინისტროს მიერ აღრიცხული ობიექტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის 2015 წლიდან, სამინისტრომ „გეოგრაფიკთან“ ერთად დაიწყო მუშაობა შესაბამისი ვებ-აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც განთავსდა გეოსაინფორმაციო სერვერზე.
    მიმდინარე მონაცემებით სულ საქართველოს მასშტაბით 550-მდე სპორტული ობიექტია, რომელთა შორის დაახლოებით 40% საჭიროებს განახლებასა და რეაბილიტაციას.


ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო