ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კალათბურთი U20: 98:46 სომხეთთან

საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა FIBA ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე გამარჯვება იზეიმა - მილოშ გრიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა 98:46 სძლია სომხეთს.

27:16, 29:16, 20:10 და 22:4 - ამ ანგარიშებით მოიგეს ქართველმა 20-წლამდელებმა მეოთხედები. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ნიკა მეცხვარიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც 14 ქულა მიითვალა. 12 ქულა ჩააგდო ვახტანგ გაფრინდაშვილმა, ლუკა მაზიაშვილის და ზურაბ ჟღენტის აქტივში 11-11 ქულაა, ვანო მეგენეიშვილმა კი 10 ქულას მოუყარა თავი. საგულისხმოა, რომ 20-წლამდელთა ყველა წევრმა შეძლო მინიმუმ 2 ქულის ჩაგდება.

მესამე ტურში საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება. პირველ ტურში სკანდინავიელებმა 149:26 გაანადგურეს სომხები, მეორე ტურში კი ესტონელებთან დამარცხდნენ - 59:56.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო