პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოდან 90 წელი შეუსრულდა! 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორს იუბილე მიხეილ გიორგაძემ და შალვა გოგოლაძემ მიულოცეს.

ჟურნალისტმა ჯონათან ვასერმანმა გოგა ბითაძე წლევანდელ დრაფტზე წარდგენილ 75 მოთამაშეს შორის მე-11 ნომრად დაასახელა

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის, ლიზი კილაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 15-17 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართულ გრნა სლემზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გასულ კვირას კიევმა მხატვრულ ტანვარჯიშში ორ საერთაშორისო ტურნირს - კიევის გრან პრისა და სენიორებსა და იუნიორებს შორის „ირინა დერიგინას თასის“ გათამაშებას უმასპინძლა. გრან პრიზე ოქროს მედალს სალომე ფაჟავა დაეუფლა.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქალთა ნაკრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებს ასტანაში წარმატებული გამოსვლა პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მოადგილე შალვა გოგოლაძემ.

ქართველმა მოკრივეებმა ევროპის 22-წლამდელთა ჩემპიონატზე 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პრინციპული მეტოქე ოცთამეერთედ დაამარცხა და 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გრანდ სლემი შეასრულა!

ქართული კრივის ისტორიაში პირველად, ევროპის 22 წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა მოკრივე გოგონამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა ლაშა თაქთაქიშვილმა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო