ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
NBA-ს დრაფტის წინ: ბითაძე მეთერთმეტეა

მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში შემოდგომით ახალი თაობა შეაბიჯებს. მოახლოებული დრაფტი კალათბურთზე მწერალი ჟურნალისტების ერთ-ერთი საყვარელი თემაა.
სასიხარულოა, რომ ლიგის კანდიდატთა შორის გოგა ბითაძეც სახელდება - 19 წლის ქართველს ამერიკელი ჟურნალისტები იმედისმომცემ მოთამაშეს უწოდებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ჯონათან ვასერმანმა გოგა ბითაძე წლევანდელ დრაფტზე წარდგენილ 75 მოთამაშეს შორის მე-11 ნომრად დაასახელა. ვასერმანი წერს:
„19 წლის გოგა ბითაძე ევროპულ კალათბურთში გამოჩენისთანავე მოექცა დიდი კლუბების ყურადღების ცენტრში. ის მაღალია, მოძრავი და ერთნაირად ხელეწიფება დაცვაც და შეტევაც. მიმდინარე სეზონში ბითაძემ დიდი პროგრესი განიცადა და მოახლოებული დრაფტის წინ მისი აქციები ძვირად ფასობს. ის მაღალია, თუმცა შესანიშნავ მსროლელად ყალიბდება - 55.2 პროცენტი ამის დასტურია. ბითაძე საკმაოდ ზუსტია პერიმეტრიდანაც. ევროლიგაში 9 თამაშში საშუალოდ 11.9 ქულას და 2.7 დაფარებას ითვლის. ასაკის გათვალისწინებით, სტატისტიკას საყურადღებო ეთქმის“.
NBA-ს დრაფტი 20 ივნისს გაიმართება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო