ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
რაფაელ ჩიმიშკიანი - 90!

რაფაელ ჩიმიშკიანს, პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოდან, 90 წელი შეუსრულდა. ლეგენდარულ ძალოსანს იუბილე პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მოადგილე შალვა გოგოლაძემ. საიუბილეო თარიღის მისალოცად, ჩიმიშკიანს ესტუმრნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი. ოლიმპიურ ჩემპიონს დაბადების დღე მიულოცა ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა.

რაფაელ ჩიმიშკიანი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის ტრიუმფატორი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორია (1950, 53), ასევე არის ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950-51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949, 51, 54, 55, 60 – პირად შეჯიბრებაში; 1948-52 – გუნდურ ჩათვლაში), ხუთგზის მეორე (1950, 52, 53, 57, 58) და მესამე (1956) პრიზიორი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). გარდა ამისა, ჩიმიშკიანი მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი (აქედან 5 რეკორდი დამყარებული აქვს სამჭიდში: 337,5 კგ (1952), 340 კგ (1953), 342,5 კგ, 345 კგ, 350 კგ (1954)), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქეა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი

 



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო