
დღეს თბილისის სპორტის სასახლეში იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 17-წლამდელ გოგონათა შორის.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მედია ჰოლდინგ „სეტანტა ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და „სეტანტა ჯორჯია“-ს დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა მოაწერეს.

30 ივლისს, ვილნიუსში გოლფში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში, რომელსაც ‘The V Golf Club Vilnius’ მასპინძლობს, ევროპის 12 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველო. ჩვენი გუნდი 4 მოთამაშისგან შედგება.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის ინიციატივით, მონტე კარლო 30 ნოემბერს პირველ საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს, რომლის ლაურეატები ახალი პრიზით - „ოქროს პაიკით“ დაჯილდოვდებიან.

თბილისში, 31 აგვისტოს, დინამო არენაზე შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ისტორიულ ტესტამდე ოთხი დღით ადრე დედაქალაქს სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზი საუზერნ კინგსი ეწვევა და ბორჯღალოსნებთან მატჩს გამართავს.

ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნა.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა პირველი მედალი მოიპოვა.

30 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი თემა იყო 2025 წლის ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის საკითხი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ევროპის ღია პირველობის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს!

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოკა ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრი მესამე ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო