ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: არის პირველი მედალი!

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა პირველი მედალი მოიპოვა: თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 100კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიხრაძე ფინალში გავიდა, თუმცა იქ ხელი მოეცარა და ვერცხლს დასჯერდა.

დღეს გუნდს კიდევ ორი მედლის მოგების შანსი აქვს: დავით აბდალაძე (60კგ) და დავით კუჭუაშვილი (71კგ) ბრინჯაოს შეუტევენ. მათი მეტოქეები რუსეთის გუნდის წევრები არიან, შესაბამისად აბდულაევი და ტიგიევი.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირის დასრულების შემდეგ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილის ფალავნები იჭიდავებენ.