https://www.facebook.com/GEONHF/
https://www.youtube.com/user/handballgoergia
https://www.ehftv.com/int/

საქართველოს ნაკრები
GK: 
1. ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია), 16. დიანა ქარჩავა (2002, აჭარა), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)
LW: 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა)
RW, RB: 23. ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი),  25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 93. ლანა გოგია (2002, ფოთი)
P: 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი), 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა)
LB, CB: 2. ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი), 7. მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა)
მწვრთნელები: გელა ჟვანია (1990), ინა ჭკუასელი (1985), გიგა ტორონჯაძე (1989)

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ხელბურთი: გოგონები ევროპას იწყებენ!

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 17-წლამდელ გოგონათა შორის. 16 საათზე ტურნირის საზეიმო გახსნაა, ხუთის ნახევარზე კი საქართველო-ლიეტუვას მატჩია.

ჯგუფური ეტაპის დანარჩენ 3 მატჩს ჩვენი გუნდი ერთსა და იმავე დროს, 16 საათზე დაიწყებს. 4-5 აგვისტოს ვეთამაშებით ფინეთსა და ლატვიას, ამის შემდეგ გუნდს ორდღიანი დასვენება აქვს, 8 აგვისტოს კი შვეიცარიასთან მატჩია. 10 აგვისტოს ნახევარფინალებია, 11 აგვისტოს კი ფინალი.

გოგონათა ნაკრებს წვრთნიან ინა ჭკუასელი, გელა ჟვანია, გიგა ტორონჯაძე და ლანა მარგიანი.

გუნდი უკვე ორი წელია ემზადება მთავარი ტურნირის, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის. 2018 წელს იასპარეზა გეტებორგში, 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 2018-19 წლების სეზონში კი ითამაშა საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატში, სადაც ზრდასრული ასაკის მეტოქეებთან უწევდა თამაში. ამას დაუმატეთ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპინატი კლაიპედაში, საიდანაც გუნდი ახლახანს დაბრუნდა. გოგონებმა ორი წლით უფროს მოწინააღმდეგეებთან სერიოზულად იბრძოლეს, კოსოვოს საკმაოდ ძლიერ გუნდთან მოგებულმა თამაშმა კი თავდაჯერებაც გააორმაგა.

ნაკრებმა 2 წლის განმავლობაში დიდი სატურნირო გამოცდილება დააგროვა, სერიოზული პროგრესი განიცადა და მიზანიც გამოიკვეთა -  თბილისში აქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასაძლევად და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალი იქნება, ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი რამდენიმე პლატფორმით იქნება შესაძლებელი:
https://www.facebook.com/GEONHF/
https://www.youtube.com/user/handballgoergia
https://www.ehftv.com/int/

საქართველოს ნაკრები
GK: 
1. ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია), 16. დიანა ქარჩავა (2002, აჭარა), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)
LW: 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა)
RW, RB: 23. ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი),  25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 93. ლანა გოგია (2002, ფოთი)
P: 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი), 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა)
LB, CB: 2. ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი), 7. მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა)
მწვრთნელები: გელა ჟვანია (1990), ინა ჭკუასელი (1985), გიგა ტორონჯაძე (1989)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო