
26-27 ოქტომბერს ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში მსოფლიოს 5-გზის და ოლიმპიური ჩემპიონის ლერი ხაბელოვის სახელობის V საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის.

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ბოლო წამზე გაშვებული გოლის შემდეგ წააგო - 28:29.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ დაბის გრან სლემი მესამე ადგილზე დაასრულა.

ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მე-4 ტურის მატჩში დიდებულად ითამაშა და ოლიმპიაკოსის დამარცხებაში ლომის წილი დაიდო.

ხელბურთის ეროვნული ნაკრები მძიმე ბრძოლაში 21:25 დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიაში.

ერთდღიანი შესვენების შემდეგ საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა განაახლა და მედლებიც მოიპოვა.

ლუკა მაისურაძე აბუ დაბის გრან სლემის ვიცე-ჩემპიონია.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დუშეთში მიმდინარე მოსამზადებელ შეკრებაზე დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი ათეული.

ქართველი ქალების წარმატებით დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველი ტური: პირველმა ნაკრებმა ჩეხეთი 3:1 დაამარცხა, მეორე გუნდმა კი დიდი ანგარიშით - 3,5:0,5 - მოუგო სლოვენიელებს.
2020 წლის იანვრიდან, პირველად საქართველოში, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა ბიზნეს სკოლის სპორტის მარკეტინგის 3 კვირიანი კურსი ჩატარდება. სტუდენტებს ლექციებს ქართველ ლექტორებთან ერთად წაუკითხავენ ბიზნეს სკოლის ექსპერტები.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო