ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ჭადრაკი: ევროპის ჩემპიონატი წარმატებით დავიწყეთ!

ქართველი ქალების წარმატებით დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველი ტური: პირველმა ნაკრებმა ჩეხეთი 3:1 დაამარცხა, მეორე გუნდმა კი დიდი ანგარიშით - 3,5:0,5 - მოუგო სლოვენიელებს. ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკებს დაუზავდა.

ქალებისგან განსხვავებით ვაჟთა ორივე გუნდმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა: ფინეთი 2:2 საქართველო I და თურქეთი 2:2 საქართველო II.

მეორე ტურში საქართველოს ქალთა მეორე ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგ-სიის ლიდერ რუსეთის უძლიერეს გუნდს დაუპირისპირდება. პირველი გუნდი თურქეთს შეხვდება, ახალგაზრდულ ნაკრები კი ისრაელის წარმომადგენლებთან ცდის ძალებს. ქართველი ვაჟები მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

I ტური
ქალები
საქართველო
I 3:1  ჩეხეთი
ნანა ძაგნიძე (2502) 1:0 ჯოანა ვორეკი (2319)
ლელა ჯავახიშვილი (2457) ½:½ კრისტინა პეტროვა (2259)
ბელა ხოტენაშვილი (2446) ½:½ ოლგა სიკოროვა (2234)
მერი არაბიძე (2398) 1:0 მაგდალენა მიტუროვა (2179)

სლოვენია 0,5:3,5 საქართველო II
ლაურა უნუკი (2278) ½:½ ნინო ხომერიკი (2315)
ლარა ჟანზელი (2159) 0:1 სოფიკო ხუხაშვილი (2341)
ივანა ხრეშაკი (2261) 0:1 სოფიო გვეტაძე (2297)
მონიკა როზმანი (2122) 0:1 მირანდა მიქაძე (2279)

სლოვაკეთი 2:2 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
ზუზანა ჰაგაროვა (2295) 0:1 ლილე ქორიძე (1988)
იულია მოვსესიანი (2307) 1:0 ეკატერინე ფიფია (1935)
ზუზანა ჩიბიჩკოვა (2258) 1:0 თამარ ესაძე (1885)
მონიკა მოტიაცაკოვა (2126) 0:1 ნია დონღვანი (1903)

ვაჟები
ფინეთი
2:2 საქართველო I
ტომი ნიბაკი (2565) ½:½ ივან ჩეპარინოვი (2670)
ტოივო კეინანენი (2428) ½:½ ლევან ფანცულაია (2603)
ვიკა სიპილა (2405) 1:0 ლუკა პაიჭაძე (2574)
პეკა კოიკა (2381) 0:1 გიგა ყუფარაძე (2457)

თურქეთი 2:2 საქართველო II
დრაგან შოლაკი (2602) ½:½ ნოე თუთისანი (2412)
მუსტაფა ილმაზი (2595) ½:½ ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2441)
ემრე კანი (2599) ½:½ ნიკოლოზ კაჭარავა (2428)
ვახაპ სანალი (2545) ½:½ გიორგი სიბაშვილი (2382)

ბათუმი ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. ქალაქმა ტურნირს პირველად ზუსტად 20 წლის წინ, 1999 წელს უმასპინძლა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტული ერთხელ, 1997 წელს ხორვატიის ქალაქ პულაში მოიგო. 1992 (დებრეცენი, უნგრეთი), 2005 (გიოტებორგი, შვედეთი), 2009 (ნოვი სადი, სერბეთი) და 2017 (კრეტა, საბერძნეთი) წლებში მეორე ადგილზე გავიდა, 2001 (პორტო-კარასი, საბერძნეთი) და 2015 (რეიკიავიკი, ისლანდია) წლებში კი მესამე ადგილი დაიკავა. ვაჟთა გუნდის საუკეთესო შედეგი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაკავებული მესამე ადგილია.

ბათუმი 2019 შვეიცარული სისტემით, 9 ტურად იმართება. ევროპის ჩემპიონატი 2 ნოემბერს დასრულდება, 29 ოქტომბერს კი მოჭადრაკეები დაისვენებენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო