82:66 სძლიეს, შენგელია კი მატჩის MVP გახდა.

თორნიკემ 29:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულას, 9 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. შენგელიამ 16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა. საერთო ჯამში შენგელიას მატჩში ყველაზე მეტი სარგებლიანობის ინდექსი - 28 დაუგროვდა. ამ მხრივ მის შემდეგ ბასკონიელთაგან იუსუფა ფოლი მოდის, რომელმაც 8 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა პიერია ანრის ანგარიშზეა.

„სასიამოვნოა, რომ თამაშის მოგება შევძელით. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, მაგრამ ამ საღამოს მათი გამოსწორებისთვის ვიზრუნეთ. გულშემატკივრებს, ქალაქს და ჩვენ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

2 მოგებითა და 2 მარცხით ბასკონია 18-გუნდიან ევროლიგაში  მე-7 ადგილზეა. შემდეგი ტურის მატჩს შენგელიას გუნდი 29 ოქტომბერს სტუმრად ილერბანთან გამართავს.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კალათბურთი: თორნიკე შენგელიას სუპერმატჩი

ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მე-4 ტურის მატჩში დიდებულად ითამაშა და ოლიმპიაკოსის დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. ბასკონიელებმა ბერძნულ გუნდს ვიტორიაში უმასპინძლეს და 82:66 სძლიეს, შენგელია კი მატჩის MVP გახდა.

თორნიკემ 29:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულას, 9 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. შენგელიამ 16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა. საერთო ჯამში შენგელიას მატჩში ყველაზე მეტი სარგებლიანობის ინდექსი - 28 დაუგროვდა. ამ მხრივ მის შემდეგ ბასკონიელთაგან იუსუფა ფოლი მოდის, რომელმაც 8 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა პიერია ანრის ანგარიშზეა.

„სასიამოვნოა, რომ თამაშის მოგება შევძელით. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, მაგრამ ამ საღამოს მათი გამოსწორებისთვის ვიზრუნეთ. გულშემატკივრებს, ქალაქს და ჩვენ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

2 მოგებითა და 2 მარცხით ბასკონია 18-გუნდიან ევროლიგაში  მე-7 ადგილზეა. შემდეგი ტურის მატჩს შენგელიას გუნდი 29 ოქტომბერს სტუმრად ილერბანთან გამართავს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო