განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კარატისტებს უმასპინძლეს. საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებსა და მთავარ მწვრთნელს მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მილოცეს.
17 აპრილს კიშინიოვში, მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ საჯარო ჩვენება გაიმართება.
ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე ევროპის ჩემპიონის, დავით კვაჭაძის სახელობის კრივის მე-3 საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. ტურნირში 7 ქვეყნის უფროსი ასაკის მოკრივეები ასპარეზობენ. თბილისს სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ჩეხეთის ნაკრებები ეწვივნენ.
სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატს 12-14 აპრილს ლიმასოლმა (კვიპროსი) უმასპინძლა. საქართველოს გუნდებმა ჯამში 3 ოქროს, 8 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი ჭაბუკთა გუნდებს შორის ხვალიდან მეოთხედ გათამაშდება. 15-წლამდელთა ტურნირი დინამო თბილისის ინიციატივით ტარდება და 21 აპრილს დასრულდება.
საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ბუქარესტში დასრულებულ ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა. ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ მამაკაცთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრები და ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძე სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გადახალისებულმა ნაკრებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, კრისტიან პალასალუს მემორიალზე იასპარეზა.
კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2017-2018 წლის სეზონი შეაჯამა. ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განვლილ სეზონში ფედერაციის მუშაობა შეაჯამა და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებას დაესწრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო