ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ტყვიის სროლა: დღეს ვაჟების ჯერია

გერმანულ ზულში მიმდინარე ახალგაზრდა ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში გუშინ გოგონები ჩაებნენ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.

სამწუხაროდ საქართველოს ნაკრების წევრები ფინალში ვერ მოხვდნენ, ტრიოდან კი ყველაზე უკეთ ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე გამოვიდა - 566 ქულა და მე-13 ადგილი. მას ორი ქულა დააკლდა ფინალამდე. მარიამ ქობულაშვილი 550 ქულით 65-ზე გავიდა, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი ნინო ხუციბერიძე კი 549-ით 68-ეა.

გუნდურ ჩათვლაში ქართველებმა 1665 ქულა დააგროვეს, რაც მე-14 შედეგი აღმოჩნდა.
13.ლიზი კილაძე - 566 ქულა (93, 94, 96, 95, 94, 94)
65.მარიამ ქობულაშვილი - 550 ქულა (92, 94, 91, 89, 94, 90)
68.ნინო ხუციბერიძე - 549 ქულა (91, 87, 93, 93, 93, 92)

დღეს ზულში ბიჭები იასპარეზებენ ასევე 10-მეტრიან დისტანციაზე, სადაც მონაწილეთა შორის კაკო მოსულიშვილი იქნება. მოსულიშვილი მეორე ჯგუფშია, რომელიც ასპარეზობას თბილისის დროით 15:15 საათზე დაიწყებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო