განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს სამინისტროში შეხვდა და ისტორიული გამარჯვება მიულოცა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ბათუმი 2019 დაიწყო! ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.

ქართველი მსაჯები ევროტურნირებში ერთი საფეხურით დაწინაურდნენ და 2019-20 წლების ჩელენჯ ქაფის პირველ ორ ტურში, ფრანგულ-ინგლისური კლუბების დაპირისპირებებს განსჯიან.

გლდანის ხელბურთის აკადემიაში დაიწყო ხელბურთელ გოგონათა ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ზედიზედ მეხუთედ იმართება.

23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გადახალისებული შემადგენლობით წარსდგება.

საქართველოს თასის მფლობელი მეორედ გახდა ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, რომელმაც ფინალში 27:20 დაამარცხა ქუთაისი.

რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

24-26 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებული საამიროები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მორიგ ტურნირს უმასპინძლებს - გრან სლემი აბუ დაბიში გაიმართება.
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. მსოფლიო პირველობის ტრიუმფატორებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრა, სადაც 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო