ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: ნაკრები 23-წლამდელთა ჩემპიონატისთვის დადგინდა

23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გადახალისებული შემადგენლობით წარსდგება. 23-წლამდელთა შორის ევროპირველობას რუსეთის ქალაქი იჟევსკი 1-3 ნოემბერს უმასპინძლებს.

გუჯეჯიანის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: დატვირთული სეზონის შემდეგ სპორტსმენებს ძალების აღდგენა ესაჭიროებათ; ტაიმაუტი და შესაბამისად, სპეციალური მომზადება მიმართული იქნება საქართველოს ჩემპიონატის და სალიცენზიო ტურნირებისკენ „გამოწვევა 2020“-ის პროგრამის ფარგლებში; თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ მათ თანაგუნდელ სხვა სპორტსმენებს, რაც თავის მხრივ, გაზრდის კვალიფიციურ და გამოცდილ ძიუდოისტთა კონტინგენტს.

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იჟევსკში არ გაემგზავრებიან ლუკა მაისურაძე, ბაგრატ ნინიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი. ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდი ასე დაკომპლექტდა:
60კგ: თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი
66კგ: გიორგი თუთაშვილი და ლუკა კაპანაძე
81კგ: ვლადიმერ ახალკაცი
90კგ: მიხეილ ბექაური და იმედა გოგოლაძე
100კგ: ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო