უნგრეთის ქალაქ შეგედში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი კაიაკსა და კანოეში, სადაც საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენით იასპარეზებს.
ტოკიოში, სასტუმრო New Otani-ში დღეს დაიწყო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მისიების ხელმძღვანელთა სემინარი, რომელიც სამ დღეს გასტანს.
მსოფლიო თასის დაწყებამდე 50 დღით ადრე ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა მზადებას ანტალიაში განაგრძობს.
17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა, იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში აპენინელებმა 10:6 სძლიეს ესპანელებს და მთავარი თასი ჩაიბარეს.
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-20 ადგილზე დაასრულა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახლახანს 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ძალოსნობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატის ბოლო გამარჯვებულები და პრიზიორები დღეს გამოვლინდნენ.
ოლიმპიური ჩემპიონის ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე დღეს მომდევნო სამი წონითი კატეგორიის ჩემპიონები და მედალოსნები გამოვლინდნენ.
ლერი აბულაძე და გიორგი ქაცანაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან და ხვალ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ!
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო