სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი დასრულდა. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოში პირველად განხორციელდა.

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს 2020 წლის პირველი ოქროს მედლები ანტონ პლესნოიმ (96კგ) მოუპოვა!

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა სპორტული სეზონი რომის მსოფლიო თასით გახსნა.

ზამთრის ერთკვირიან კემპში მონაწილება ხუთმა ქართველმა მოფარიკავემ მიიღო.

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში, კურსის მონაწილეებს ლექცია ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ წაუკითხეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ დირექტორს, ხოსე მოია გომესსა და მარკეტინგის დირექტორს, ედუარდო ლეგენდრეს უმასპინძლა.

მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია! ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ვაჟი მოციგურავე კონტინენტის პირველობის მესამე ადგილზე გავიდა!

ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრები ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ჩაება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვეტერან მოფარიკავეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, არაერთი საკავშირო თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი დაიწყო. პირველ ლექციის თემა სტრატეგიული მენეჯმენტი, მისი ძირითადი ფუნქციები, სპორტული ორგანიზაციის ხედვის, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა იყო.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო