ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფარიკაობა: 2 ოქრო და ვერცხლი კუვეიტიდან

კუვეიტის ფარიკაობის კლუბის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოფარიკავეების გამარჯვებით დასრულდა: რაპირაში ლუკა ღაღანიძემ ლაშა გალუაშვილი დაამარცხა, ხოლო დაშნაში ჩემპიონი გიორგი დიდია გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირამდე კუვეიტის ფარიკაობის კლუბის მიერ ორგანიზებულ ზამთრის ერთკვირიან კემპში მონაწილება ხუთმა ქართველმა მოფარიკავემ მიიღო. ადგილობრივ და ეგვიპტელ სპორტსმენებთან ერთად ერთობლივი წვრთნები რაპირისტებმა ლუკა ღაღანიძემ და ლაშა გალუაშვილმა, ასევე დაშნით მოფარიკავეებმა ლადო ხვედელიძემ, გიორგი დიდიამ და საბა ბიწაძემ, მწვრთნელ დავით არველაძესთან ერთად გაიარეს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო