განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვეტერან მოფარიკავეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, არაერთი საკავშირო თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი დაიწყო. პირველ ლექციის თემა სტრატეგიული მენეჯმენტი, მისი ძირითადი ფუნქციები, სპორტული ორგანიზაციის ხედვის, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა იყო.
ხვალიდან 25 იანვრის ჩათვლით თელ ავივი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გრან პრის უმასპინძლებს.
ევროპის კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ევროპირველობაზე, ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად დამარცხდა ფინეთთან - 21:37 (12:14). პირველი თამაში თბილისში, 16 იანვარს, ფრედ დასრულდა - 24:24.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 10 სპეციალური პრიზი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ მიმდინარეობს. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში ჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია 10 სპეციალური პრიზი.
18-19 იანვარს ნიცა საფრანგეთის გრან პრის უმასპინძლებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ხვალ, 18 იანვარს, ჩვენი დროით დილის 4 საათზე საქართველო XV, ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან ორმატჩიანი სერიის პირველ თამაშს გამართავს.
დღეს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთს ეთამაშება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სახელბურთო შეხვედრა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში არ გამართულა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო