ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
გიორგი კვესელაძე „გლოსთერში“ ითამაშებს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შუამარბი, გიორგი კვესელაძე ინგლისური პრემიერშიფის „გლოსთერში“ ითამაშებს. კვესელაძე პირველი ქართველი უკანახაზელია, ვინც კონტრაქტი პრემიერშიფის გუნდთან გააფორმა.

შემოდგომის ერთა თასზე“ ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, 23 წლის მორაგბით არაერთი ევროპული კლუბი დაინტერესდა, თუმცა კვესელაძემ ინგლისური გრანდი არჩია და მასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. განვლილ ტურნირზე კვესელაძე გამორჩეულად საიმედო იყო, განსაკუთრებულად კარგად ითამაშა ირლანდიასთან, ულამაზესი ლელო გაიტანა და 17 ბოჭვა შეასრულა.

„გლოსთერი“ ერთ-ერთი უძველესი კლუბია. მისი ისტორია 147 წელს ითვლის. ეს გუნდი ხუთჯერ დაეუფლა ინგლისის პრემიერშიფის ვერცხლის მედლებს და ორჯერ გახდა ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო