ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ქალთა შორის საქართველოს 77-ე საჭადრაკო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.
13 ივლისს, ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონს (1992 ბარსელონა, 1996 ატლანტა, 2000 სიდნეი), საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს - კახი კახიაშვილს 51 წელი შეუსრულდა.
10 ივლისი ლეგენდარული სპორტსმენის, ძიუდოში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის - შოთა ჩოჩიშვილის დაბადების დღეა.
რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა საკალათბურთო ნაკრებმა გუნდებმა ვარჯიში განაახლეს. სპორტკომპლექსში „არენა“ ვარჯიშები ყოველდღიურად, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღეს ვარჯიშს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, პაატა გურასპაულთან და სპორტულ მედიასთან ერთად დაესწრო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სპორტულ ჟურნალისტებსა და სპორტული მედიის წარმომადგენლებს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებას უსურვებს პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში!
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 2-გზის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორია.
ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სავარჯიშო სივრცე, გასახდელები და საშხაპეები. დარბაზში სრულადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მსოფლიოს ნარდის ფედერაციისა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ მხარდაჭერით, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება პირველი ონლაინ ტურნირი ნარდში. ტურნირი ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში 11 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.
27-28 ივნისს, საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ეროვნული ჩემპიონატის II ეტაპს ფიდერით სპორტულ თევზჭერაში წალკის წყალსაცავმა უმასპინძლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციების - La Liga Business School და Sport Solution ინიციატივით, 25 ივნისს გაიმართა ვებინარი თემაზე - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში (Webinar Congress: Georgian Sport through and after Covid19).
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო