ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ფიგურული ციგურაობის ქართულ დუეტს ულოცავს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ფიგურული ციგურაობის ქართულ დუეტს ულოცავს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.

გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ჩელენჯერზე, რომელიც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსით სარგებლობს, სპორტულ წყვილებში ფიგურული ციგურაობის ქართულმა დუეტმა - 17 წლის კარინა საფინამ და 18 წლის ლუკა ბერულავამ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

სპორტულ წყვილებში ოლიმპიური თამაშების საგზურს 3 საუკეთესო დუეტი იღებდა. ქართველმა მოციგურავეებმა მე-3 ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედალთან ერთად ოლიმპიადის ლიცენზია დაისაკუთრეს.

საფინამ და ბერულავამ მოკლე პროგრამაში 66.46 ქულა მიიღეს და პირველ ადგილზე გავიდნენ, თავისუფალ პროგრამაში კი 111.70 ქულა (54.16 ტექნიკური ელემენტებისთვის+57.54 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურეს და მე-3 ადგილი დაიკავეს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო