საქართველოში წყალთხილამურობას 1970 - იანი წლებიდან მისდევენ. ბავშვთა პირველი სპორტული ჯგუფები შეიქმნა 1978 წელს ფოთში, ოქაური პედეგოგის თამაზ ლაგვილავას თაოსნობით. პირველი თაობის წყალმოთხილამურეთა გამოირჩეოდნენ, ანჟელა და ვიქტორია ბესელიები, გიორგი სურგულაძე, გენადი პეტრუხინი და ვასილ ბუდუროვი.
საქართველოს წყალმოთხილამურეთა შორის ტრამპლინიდან ხტომაში ბუდუროვმა პირველმა გადალახა 50-მეტრიანი ბარიერი და სსრკ ჩემპიონი გახდა - 50,1მ.
თავდაპირველად ვარჯიშობდენ მდინარე კაპარჭინაზე, მწვრთნელად მოიწვიესმი ნისკელი ვიაჩესლავ კობიალკო. იმავე პერიოდში მალთაყვის ტყე-პარკის მიდამოებში „ოქროს ტბაზე“ დაიწყეს წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობა. ამ საქმეს მეთავეობდა ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს უფროსი გურამ დოლბაია. ამ ბაზაზე 1991 წელს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი. დიდ სარბიელზე პირველად სწორედ მაშინ გამოჩნდენ ხათუნა კორკელია, გენადი გურალია, კახა ქაჯაია, ვალერი ბერაია. ამათგან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია გენადი გურალიამ, რომელიც 2008 წელს სენიორთა შორის ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურედ აღიარეს.
საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ფედერაცია შეიქმნა 1990 წელს (უცვლელი პრეზიდენტი - რომან მელია)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო