ქართული
სპორტი
 
 
ჩოგბურთი
სპორტის სახეობის აღწერა

ქართული ჩოგბურთის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. ამ ისტორიის არაერთი ცნობილი ოსტატის სახელი ამშვენებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ალექსანდრე მეტრეველს - 1970-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერეს ჩოგბურთელს, რომელმაც სხვადასხვა თანრიგში 16-ჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული, 1973 წელს კი უიმბლდონის ერთეულთა ფინალში ითამაშა. ქართველ ქალ ჩოგბურთელთა შორის საუკეთესო იყო ლეილა მესხი - წყვილთა თანრიგში ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, WTA- ის ხუთ ტურნირში გამარჯვებული.

ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის ფირმა „ Forward and Salinas”-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის , იან ჰომერის გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას აკაკი წერეთელიც დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. ჭიათურიდა ჩოგბურთი გავრცელდა ჯერ თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით  - სხვა ქალაქებშიც.

1910 წელს თბილისში დაფუძნდა ჩოგბურთის პირველი საზოგადოება, რომელმაც ორ წელიწადში საქმიანობა დროებით შეწყვიტა, 1916 წელს კი კვლავ განაახლა. 1913 წელს გამოცემულ თბილისის ცნობარში მითითებულია მისამართი ქალაქის პირველი ჩოგბურთის კლუბისა, რომელიც ახლანდელ ჩიტაძის ქუჩაზე მდებარეობდა. 1915 წელს მიხეილის პროსპექტზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტი) გაიხსნა ახალი კლუბი, რომლის ეზოშიც დასახლდა ჭიათურიდან თბილისში გადმოსული იან ჰომერი – ქართველ ჩოგბურთელთა პირველი მწვრთნელი. 1919 წელს თბილისის ტანვარჯიშულ საზოგადოება “შევარდენში” დაარსდა ე. წ. ჩოგბურთის განწევრი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს შევარდენთა კავშირში გაერთიანდა და ხელს უწყობდა ჩოგბურთის განვითარებას. ამ საქმეს გიორგი ლორთქიფანიძე უძღვებოდა.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდანვე ქართულმა ჩოგბურთმა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა ყოფილ სსრკ-ში. საქართველოს ჩოგბურთელებით დაკომპლექტებული ამიერკავკასიის გუნდი სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში (1928) II ადგილზე გავიდა, ედუარდ ნეგრებეცკის თამაშმა კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 30-იან წლებში თბილისს სამი საჩოგბურთო ბაზა შეემატა: მარჯანიშვილის ქუჩაზე, ვერის პარკში და ყოფილ მადათოვის კუნძულზე. იმავე პერიოდში საკავშირო სარბიელზე თავი გამოიჩინეს არჩილ მდივანმა და თამარ გოგოლაურმა, მოგვიანებით – ბორის კრუპენიკოვმა, ვანო ელერდაშვილმა, გივი კოკაიამ და ვიქტორ ურაევსკიმ. სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მუშაობდნენ მწვრთნელები: არამ ხანგულიანი, ვახტანგ დიდიძე, მარიამ კლდიაშვილი, ვლადიმერ სერებრენიკოვი, არჩილ ელერდაშვილი, გურამ თოხაძე, მარლენ ქობალია, გივი ახალაძე და სხვები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ჩოგბურთელთა აღზრდა-დაოსტატებაში. 

1990-იანი წლებიდან საქართველოს ჩოგბურთელები დამოუკიდებლად მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის დევისის თასისა და ფედერაციის თასის გათამაშებებში. 1993 წელს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ნინო ლუარსაბიშვილი გოგონათა შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა, 1996 წელს ირაკლი ლაბაძემ ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო, 1998-ში კი უიმბლდონის იუნიორთა ტურნირის ფინალში გავიდა. ქართულ ჩოგბურთში თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა, დღემდე გრძელდება ტრადიცია, რომელსაც დასაბამი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიეცა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიას და ბათუმის ჩოგბურთის კლუბს. ბათუმსა და თბილისში 1997 წლიდან ტარდება ქალთა საერთაშორისო ტურნირები, 2000-იდან კი თბილისი კაცთა პროფესიონალურ საერთაშორისო ტურნირსაც მასპინძლობს.

ქაეთულ ჩოგბურთში თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა, დღემდე გრძელდება ტრადიცია, რომელსაც  დასაბამი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიეცა. ბოლო წლებში ქართველთაგან გამოირჩევა ანა ტატიშვილი, რომელმაც მაკა ჩახნაშვილთან ერთად , ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, აშშ-ის 2012 წლის ღია პირველობაზე კი მერვედფინალში გავიდა.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 7 ივნისს. 1993 წლიდან ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITF) და ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის (ETA) წევრია.

    შედეგები
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2024, შარმ ელ შეიხი, ეგვიპტე
    მარიამ ბოლქვაძე ქა;ლთა ერთეულები - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2023 შარმ ელ შეიხი, ეგვიპტე
    მარიამ ბოლქვაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2023, შარმ ელ-შეიხი, ეგვიპტე
    საბა ფურცელაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - გრან პრი ბუდაპეშტი 2022, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ოქსანა კალაშნიკოვა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - მონტევიდეოს ღია პირველობა 2021, მონტევიდეო, ურგვაი
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი Transylvania open 2021, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2021, კარლსრუე, გერმანია
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2021, გროძისკი, პოლონეთი
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - მასტერსი ინდიან უელსი 2021, ინდიან უელსი, ა,შ,შ
    ნიკოლოზ ბასილაშვილი - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1989
    ლეილა მესხი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1989
    ლეილა მესხი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ზამთრის ჩემპიონატი 1986
    ლეილა მესხი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ზამთრის ჩემპიონატი 1990
    ვლადიმერ გაბრიჩიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ზამთრის ჩემპიონატი 1989
    ვლადიმერ გაბრიჩიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ზამთრის ჩემპიონატი 1988
    ვლადიმერ გაბრიჩიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1988
    ვლადიმერ გაბრიჩიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ზამთრის ჩემპიონატი 1987
    ვლადიმერ გაბრიჩიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1987
    ვლადიმერ გაბრიჩიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1980
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1980
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1978
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1977
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1976
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1976
    თეიმურაზ კაკულია - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1976
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1976
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1975
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1975
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1975
    თეიმურაზ კაკულია - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1975
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1975
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1974
    თეიმურაზ კაკულია - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1974
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1974
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1973
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1973
    თეიმურაზ კაკულია - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1973
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1973
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1972
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1972
    თეიმურაზ კაკულია - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1972
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1972
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1971
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1971
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1971
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1970
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1970
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1970
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1969
    თეიმურაზ კაკულია - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1969
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1968
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1967
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1967
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1966
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს (U12) შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, დანია
    მარიამ დალაქიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს (U12) შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, ჩეხეთი
    ანა შანიძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს (U12) შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, ჩეხეთი
    ზურა ტყემალაძე - მესამე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2012, თბილისი, საქართველო
    ნიკოლოზ ბასილაშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2012, სომხეთი
    ალექსანდრე ბაკში - პირველი ადგილი
    ევროპის ჭაბუკთა ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი 2013, უტრეხტი, ჰოლანდია
    ანა ახალკაცი - მესამე ადგილი
    ევროპის ჭაბუკთა ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი 2013, უტრეხტი, ჰოლანდია
    მარიამ ბოლქვაძე - მესამე ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, ყაზახეთი
    ალექსანდრე ბაკში - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, ყაზახეთი
    ალექსანდრე ბაკში - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, ყაზახეთი
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ფედერაციის თასი (II ჯგუფი) 2014, ლიეტუვა
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - 16 წლამდელებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    მარიამ დალაქიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - 16 წლამდელებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ანა შანიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - 16 წლამდელებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ანა შანიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, ბულგარეთი
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, დობრინჩი, ბულგარეთი
    სოფია შაფათავა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, ტორუნი, პოლონეთი
    სოფია შაფათავა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, ტორუნი, პოლონეთი
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, იტალია
    სოფია შაფათავა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, იტალია
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, შვენინგენი, ნიდერლანდები
    ნიკოლოზ (ნიკა) ბასილაშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, თელავი, საქართველო
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - დევისის თასი III ლიგა 2015, სან მარინო
    საქართველოს ნაკრები - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2015, ეგვიპტე
    მარიამ ბოლქვაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ფედერაციის თასის I ჯგუფი 2015, უნგრეთი უნგრეთი
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2016, ბათუმი, საქართველო
    თათია მიქაძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2016, ბათუმი, საქართველო
    მარიამ ბოლქვაძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2016, ბათუმი, საქართველო
    მარიამ ბოლქვაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2016, შარმ ელ შეიხი, ეგვიპტე
    მარიამ ბოლქვაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2016, გუანჯოუ, ჩინეთი
    ნიკოლოზ (ნიკა) ბასილაშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, ეგვიპტე
    მარიამ დალაქიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, ეგვიპტე
    მარიამ დალაქიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, თბილისი, საქართველო
    თამარ გაგოშიძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, თბილისი, საქართველო
    ლაშა-გიორგი კიკვიძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, თბილისი, საქართველო
    საბა ფურცელაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, თბილისი, საქართველო
    ზურა ტყემალაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, თბილისი, საქართველო
    ნიკოლოზ დავლიანიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, თბილისი, საქართველო
    მარიამ დალაქიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, თბილისი, საქართველო
    მარიამ დალაქიშვილი - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, ჩეხეთი
    ცოტნე ძიმისტარაშვილი - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2017, სტამბოლი, თურქეთი
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2017, თელავი, საქართელო
    მარიამ ბოლქვაძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2017, თელავი, საქართელო
    ეკატერინე გორგოძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2017, თელავი, საქართელო
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - უნგრეთის ღია პირველობა 2017, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ოქსანა კალაშნიკოვა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - მემფისის პირველობა 2017, მემფისი, ა.შ.შ.
    ნიკოლოზ ბასილაშვილი - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - ჩინეთის ღია პირველობა 2018, პეკინი, ჩინეთი
    ნიკოლოზ (ნიკა) ბასილაშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - გერმანიის ღია პირველობა 2018, ჰამბურგი, გერმანია
    ნიკოლოზ (ნიკა) ბასილაშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი (III) 2018, თელავი, საქართველო
    ზოზია ქარდავა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი (II) 2018, თელავი, საქართველო
    გიორგი ცივაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2018, თელავი, საქართველო
    გიორგი ცივაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2018, თელავი, საქართველო
    ალექსანდრე მეტრეველი - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2018, ასტანა, ყაზახეთი
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2018, კლოსტერსი, შვეიცარია
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი (II) 2018, ანტალია, თურქეთი
    მარიამ ბოლქვაძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2018, ანტალია, თურქეთი
    მარიამ ბოლქვაძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - თბილისის თასი 2018, თბილისი, საქართველო
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2018, შარმ ელ შეიხი, ეგვიპტე
    მარიამ ბოლქვაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშრისო ტურნირი Santa Margherita Di Pula (II) 2018, სანტა მარგარიტა დი პულა, იტალია
    ეკატერინე გორგოძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშრისო ტურნირი Santa Margherita Di Pula (II) 2018, სანტა მარგარიტა დი პულა, იტალია
    სოფია შაფათავა - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშრისო ტურნირი Santa Margherita Di Pula 2018, სანტა მარგარიტა დი პულა, იტალია
    სოფია შაფათავა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშრისო ტურნირი Santa Margherita Di Pula 2018, სანტა მარგარიტა დი პულა, იტალია
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი $15,000 ITF Women's Circuit 2018, ანტალია, თურქეთი
    სოფია შაფათავა - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის ტურნირი "ალ. მეტრეველის თასი" 2019, თელავი, საქართველო
    საბა ფურცელაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის ტურნირი "ალ. მეტრეველის თასი" 2019, თელავი, საქართველო
    თამარ გაგოშიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, თბილისი, საქართველო
    თამარ გაგოშიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, თბილისი, საქართველო
    ნინო ნაცვლიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის ტურნირი "ალ. მეტრეველის თასი" 2019, თელავი, საქართველო
    ნინო ნაცვლიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ერევანი, სომხეთი
    ნინო ნაცვლიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2019, თელავი, საქართველო
    გიორგი ცივაძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2019, პალერმო, იტალია
    ეკატერინე გორგოძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2019, საფრანგეთი
    ოქსანა კალაშნიკოვა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - გერმანიის ღია პირველობა 2019, ჰამბურგი, გერმანია
    ნიკოლოზ (ნიკა) ბასილაშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი (BMW-ahg) 2019, გერმანია
    სოფია შაფათავა - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2019, ფრიდეკ მისტეკი, ჩეხეთი
    ეკატერინე გორგოძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს (U14) შორის საერთაშორისო ტურნირი "ლეილა მესხის თასი" 2019, თბილისი, საქართველო
    კატრინ ესაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს (U18) შორის საერთაშორისო ტურნირი "მზიურის თასი" 2019, თბილისი, საქართველო
    თამარ გაგოშიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს (U18) შორის საერთაშორისო ტურნირი "თბილისის თასი" 2019, თბილისი, საქართველო
    თამარ გაგოშიძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს (U18) შორის საერთაშორისო ტურნირი "მზიურის თასი" 2019, თბილისი, საქართველო
    ნინო ნაცვლიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს (U18) შორის საერთაშორისო ტურნირი "თბილისის თასი" 2019, თბილისი, საქართველო
    ნინო ნაცვლიშვილი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს (U18) შორის საერთაშორისო ტურნირი "მზიურის თასი" 2019, თბილისი, საქართველო
    საბა ფურცელაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ჭაბუკებს შორის ტურნირი "ალ. მეტრეველის თასი" 2019, თელავი, საქართველო
    საბა ფურცელაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი (25000) 2019, ობიდუში, პორტუგალია
    მარიამ ბოლქვაძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი (25000) 2019, ობიდუში, პორტუგალია
    მარიამ ბოლქვაძე - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშრისო ტურნირი 2019, პორტუგალია
    მარიამ ბოლქვაძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2019, სანტა მარგარიტა, ესპანეთი
    სოფია შაფათავა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2019, ობიდუში, პორტუგალია
    სოფია შაფათავა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი (25000) 2019, ობიდუში, პორტუგალია
    სოფია შაფათავა - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშრისო ტურნირი 2019, პორტუგალია
    სოფია შაფათავა - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2019, რაბათი, მაროკო
    ოქსანა კალაშნიკოვა - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - თბილისის თასი 2019, თბილისი, საქართველო
    გიორგი ცივაძე - მეორე ადგილი
    ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი (მოყვარულები) 1970
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი (მოყვარულები) 1970
    ალექსანდრე მეტრეველი - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები 1992, ბარსელონა, ესპანეთი
    ლეილა მესხი - მესამე ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო