ეს არის სპორტის დამოუკიდებელი სახეობა, რომელიც მოიცავს შოუსა და სანახაობრივი სპორტის სახეობის ელემენტებს. (ტანვარჯიში, აკრობატიკა, ცეკვები). ტარდება ევროპული და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებები.
ჩირლიდინგი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად:
1. გუნდების შეჯიბრი პროგრამების მიხედვით, რომელიც შემუშავებულია სპეციალური წესებით;
2. მუშაობა სპორტულ გუნდებთან, კლუბებთან, ფედერაციებთან შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:
. მაყურებელთა (გულშიმატკივართა) მოზიდვა სტადიონებზე და სპორტულ დარბაზებში ფიზიკური კულტურის, სპორტის და ჯამრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით;
. სტადიონებზე კეთინგანწყობილი მორალურ-პსიქოლოგიური ჰავის შექმნა, გულშემატკივართა-ფანატების აგრესიური განწყობის შერბილება, "პოზიტიური ფანატიზმის" გარემოს შექმნა და ფანატების ემოციების მართვა;
. შეჯიბრში მონაწილე სპორტული გუნდების მხარდაჭერა;
. სპორტული ღონისძიებების დროს სარეკლამო-საიმიჯო სამუშაოთა აკტივიზაცია და მრავალფეროვნება.
ჩემპიონატები ჩერლიდინგში ტარდება რამოდენიმე ნომინაციაში:
მთელ მსოფლიოში გახსნილია სპორტული სკოლები ჩერლიდინგში, სხვადასხვა სასწავლებლებში - სპეციალიზაცია.
International Cheer Union (ICU) - დღეისთვის უმსხვილესი და ლიდერი ჩერლიდინგის სპორტული ფედერაცია მსოფლიოში. მის შემადგენლობაშია 116 ქვეყანა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ში. ICU მსოფლიო ჩემპიონატმა 2012 წელს შეკრიბა 17 000 სპორტსმენი მსოფლიოს 70 ქვეყნიდან!!! საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია შედის ამ საერთაშორისო ჩერლიდინგის საბჭოში.
ასევე ევროპულ კავშირში (European Cheer Union (ECU) , მის შემადგენლობაშია ევროპის 34 ქვეყანა. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატმა შეკრიბა 3000 ჩერლიდერი 21 ქვეყნიდან! ევროპაში ამაზე მსხვილი ჩემპიონატი არ არსებობს.
ჩერლიდინგი საქართველოში
ჩატარებული ღონისძიებები საქართველოში
ჩერლიდინგი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო