ქართული
სპორტი
 
 
ტაილანდური კრივი
სპორტის სახეობის აღწერა

ტაილანდური კრივი

ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის მოკლე ისტორია როგორ ჩამოყალიბდა ტაილანდური კრივს 2000-ზე მეტი წლის ისტორია აქვს, დაარსდა ტაილანდში, წესები: აცვიათ კრივის ხელთათმანები, შლემი, და პახის დამცავი რაკუშკა. დასაშვებია დარტყმები: იდავებით მუშტებით , მუხლებით და ტერფებით , მოწინააღმდეგის: ფეხებში, ტანში და თავში. ასევე დასაშვებია გდებები, პარტერში ბრძოლა არ გრძელდება.

 კიკბოქსინგში იგივე წესებია , გარდა იდაყვით დარტყმებისა და გდებებისა. ორივე სახეობა მსოფლიოში პოპულარულია, არიან ოლიმპიური თამაშების კანდიდატი სახეობები და უახლოეს წლებში ოლიმპიადის ოფიციალური წევრენი გახდებიან.

 კიკბოქსინგის და ტაიბოქსის სწავლება საქართველოში 1988 წლიდან იღებს სათავეებს. მაშინ 15 ამდე ენთუზიასტი ვსწავლობდით ამ სახეობების წესებს და თავისებურებებს, 1990 წლიდან ჩამოვაყალიბეთ კლუბი სადაც ვასწავლიდით მსურველებს ამ სახეობებს. ჩვენ საკუთარი ხარჯებით ჩავდიოდით სხვადასხვა ქვეყანაში, საერთაშორისო ფედერაციების მიერ ჩატარებულ სემინარებში მონაწილეობისათვის და ლიცენზიების მისაღებად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა IFMA (ტაილანდური კრივი) და WAKO (კიკბოქსინგი) ჩვენ გაგვაწევრიანეს თავიანთ რიგებში, და 1995 წლიდან ჩვენ წარმოვადგენდით საქართველოს ამ სახეობებში საერთაშორისო ასპარეზზე, 25 წლის განმავლობაში , სხვადსხვა პრობლემების მიუხედავად, ჩვენ ვასრულებდით ყველა იმ პირობებს რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვისახავდნენ, საკუთარი სახსრებით ვიღებდით მონაწილეობას სავალდებულო შეჯიბრებებზე და ვიხდიდით წლიურ საწევროებს.

 მხოლოდ 2011 წლიდან სპორტის სამინისტრომ დაიწყო ნაწილობრივ ჩვენი ფინანსური დახმარება. 2017 წლის ოქტომბერში პირველად ჩატარდა ყრილობა სადაც 34 კლუბის 51 დელეგატი მონაწილეობდა. სამინისტროს რეკომენდაციებით მიღებულ იქნა წესდება და ოფიციალურად ჩამოყალიბდა ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაცია. რაც შეეხება ფედერაციის წევრებს, უმრავლესად ეს ის ხალხია რომლებიც პირველივე დღეებიდან ამ სახეობის განვითარებისთვის იღწვოდენ, გაიარეს ეს რთული გზა, და ამ ადამიანების დამსახურებაა რომ, 25 წელის განმავლობაში უცვლელად ვართ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები. ზოგიერთი ჩვენი აღზრდილი წარმატებული სპორცმენი გახდა . ჩვენი წევრების რაოდენობა1995 წლიდან თანდათან იზრდებოდა და ამჟამად ფედერაციაში 35 კლუბია გაერთიანებული. დიდ წარმატებებს მივაღწიეთ საერთაშორისო ასპარეზზე, 16 მსოფლიო ჩემპიონი , ყოველ წელს ვატარებთ საქართველოს ჩემპიონატებს. სადაც ჩვენი ოფიციალური კლუბების აღზრდილების გარდა ასევე მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო ხელოვნების სხვა კლუბების(კარატე, კუნფუ, სანდა, და სხვა.) სპორცმენებიც,

    შედეგები
    ევროპული თამაშები 2023 - კრაკოვი, პოლონეთი
    ელენე ლოლაძე 54კგ - მესამე ადგილი
    კიკბოქსინგი - ახაალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში 2012, თურქეთი
    ცოტნე სულთანიშვილი - მესამე ადგილი
    კიკბოქსინგი - ახაალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში 2012, თურქეთი
    თორნიკე თაბუკაშვილი - პირველი ადგილი
    კიკბოქსინგი - მსოფლიო ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში 2014, ლანგკავი, მალაიზია
    გიორგი ბეღელაძე 54კგ - მესამე ადგილი
    ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2017, ვარშავა, პოლონეთი
    ზებედა რეხვიაშვილი -81 კგ - პირველი ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო