ქართული
სპორტი
 
 
სინქრონული ცურვა
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში სინქრონული ცურვა პირველად იხილეს 1978 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საწყლოსნო კომპლექსის (ახლანდელი “ლაგუნა ვერე”) გახსნის ცერემონიალზე, როცა მოსკოველმა მოცურავეებმა თეატრალიზებულ-სპორტული სანახაობა წარმოადგინეს. ერთი წლის შემდეგ მოსკოველები კვლავ ჩამოვიდნენ თბილისში და საჩვენებელი გამოსვლები გამართეს. ამ სახეობით სერიოზულად დაინტერესდა თბილისელი ტანმოვარჯიშე ანა ივანოვა, რომელიც სინქრონულ ცურვაში უკვე ავარჯიშებდა რამდენიმე გოგონას. მისი მოწაფეები 1978 წლის მიწურულს ელექტროსტალში გამართულ პირველ საკავშირო ჩემპიონატშიც მონაწილეობდნენ და ხუთ გუნდს შორის III ადგილი დაიკავეს. მომდევნო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა, მაგრამ მასპინძლები პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ. საქართველოში სინქრონული ცურვის აღმავლობა მოსკოვიდან მოწვეული სპეციალისტის ნატალია მაშუკის სახელს უკავშირდება. მან მოკლე დროში ჩამოაყალიბა ძლიერი გუნდი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა საკავშირო შეჯიბრებებში, ამ გუნდის ლიდერი ქრისტინა ფალასინიდი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. ფალასინიდიმ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება 1986 წელს თბილისში გამართულ საკავშირო ჩემპიონატში მოიპოვა (პირად შეჯიბრებაში – ბრინჯაოს მედალი, ჯგუფურში – ოქროსი). მისი წინამძღოლობით საქართველოს გუნდი მომდევნო ჩემპიონატში II ადგილზე გავიდა, წყვილთა შეჯიბრებაში კი ლელა მამიაურმა და ნინო გელაშვილმა III ადგილი დაიკავეს. ფალასინიდისთვის ყველაზე წარმატებული იყო 1987-88 წლების სეზონი, როცა ევროპის ჩემპიონატში ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, სეულის ოლიმპიურ თამაშებში კი VII ადგილი დაიკავა ერთეულთა თანრიგში. შემდეგ იგი საცხოვრებლად ათენში გადავიდა და საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო.
1980-იანი წლების მიწურულს საქართველოს რამდენიმე სპორტსმენმა იუნიორთა საერთაშორისო შეჯიბრებებში მაღალი შედეგები აჩვენა, მაგრამ იმ პერიოდიდან სინქრონულ ცურვას ყურადღება მოაკლდა და მათი შემდგომი დაოსტატებაც შეფერხდა.

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-96), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის - 1992-96), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004-?), დავით რურუა (დღემდე).

 

    შედეგები
    სინქრონული ცურვა - გოგონათა შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ბაქო, აზერბაიჯანი
    მარი ალავიძე - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - გოგონათა შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ბაქო, აზერბაიჯანი
    თეკლა გოგოლიძე - მესამე ადგილი
    სინქრონული ცურვა - გოგონათა შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ბაქო, აზერბაიჯანი
    ანა ყიფიანი - მესამე ადგილი
    სინქრონული ცურვა - გოგონათა შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ბაქო, აზერბაიჯანი
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - გოგონათა შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ბაქო, აზერბაიჯანი
    ანა ყიფიანი - მეორე ადგილი
    სინქრონული ცურვა - გოგონათა შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ბაქო, აზერბაიჯანი
    თეკლა გოგოლიძე - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - გოგონათა შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ბაქო, აზერბაიჯანი
    ნიტა ნათობაძე - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - საერთაშორისო ტურნირი ("ნირეას თასი") 2019, საბერძნეთი
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - საერთაშორისო ტურნირი ("ნირეას თასი") 2019, საბერძნეთი
    საქართველოს ნაკრები - მეორე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    ბარბარე გულედანი - მესამე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    მარი ალავიძე - მესამე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    ნატო ვასაძე - მესამე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    მაგდა ხიმშიაშვილი - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    მარი გოცირიძე - მეორე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    ნატო ვასაძე - მეორე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    ანა გაბრიჩიძე - მეორე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    მაგდა ხიმშიაშვილი - მეორე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    მარი გოცირიძე - მეორე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    ლიზა გვასალია - მეორე ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    ანი გვასალია - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    ანი გვასალია - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    მარი ალავიძე - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    მარი ალავიძე - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - ლატვიის თასი 2019, ლატვია
    მარი ალავიძე - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - საერთაშორისო ტურნირი ("ნირეას თასი") 2019, საბერძნეთი
    მარი ალავიძე - მეორე ადგილი
    სინქრონული ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, უნგრეთი
    თეკლა გოგოლიძე - პირველი ადგილი
    სინქრონული ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, უნგრეთი
    ნიტა ნათობაძე - პირველი ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1987, სტრასბურგი, საფრანგეთი
    ქრისტინე ფალასინიდი - მესამე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1989, ბონი, გფრ
    ქრისტინე ფალასინიდი - პირველი ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო