ქართული
სპორტი
 
ცურვა
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ რუსეთის იმპერიაში, სპორტული ცურვა შედარებით გვიან გავრცელდა. 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მოცურავეთა კრახის გამო ჟურნალი "რუსკი სპორტ" წერდა: "რუსეთში ცურვა, როგორც სპორტი, ისე ცუდადაა განვითარებული, რომ ყველა დანარჩენ სახეობას ჩამორჩება. საქმეს ვერ შველის შუვალიოვის ცურვის სკოლა, რომელიც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში ერთადერთია". (¹1, 1913). თვალუწვდენელ რუსეთის იმპერიაში იგულისხმებოდა საქართველოც, სადაც ცურვა ზღვის, ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე მცხოვრებლებმა თუ იცოდნენ. XIX საუკუნის 90-იან წლებში სახელი გაითქვა ბათუმის პორტის მუშამ მამედ ბედიამ, რომელმაც ბათუმიდან ფოთამდე 59 კმ შეუსვენებლად გაცურა. ეს 25 კმ-ით სჯობდა ინგლისის ფლოტის კაპიტნის, მეტიუ ვების მაჩვენებელს - 1875 წელს ვებმა ლა-მანშის სრუტე (34,6 კმ) 21 საათსა და 44 წუთში გადაცურა, რითაც სათავე დაუდო მარათონულ ცურვას (მამედ ბედიას შედეგი დროის მიხედვით არ აღნუსხულა და ამიტომაც ვერ მოხვდა საერთაშორისო მიღწევათა სიაში).
პირველ მსოფლიო ომამდე სპორტულ ცურვას მხოლოდ ბათუმში მისდევდნენ და, ვინაიდან ქალაქში დახურული აუზი არ იყო, უმეტესად ზაფხულობით ვარჯიშობდნენ. საქართველოში, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ცურვის სწავლებას ყურადღება 1920-30-იან წლებში მიექცა, რასაც ხელი შეუწყო თბილისის, ბათუმისა და სოხუმის ბუნებრივ წყალსატევებზე საზაფხულო საცურაო ბაზების მომრავლებამ, მშთ კომპლექსის შემოღებამ (1931), სპეციალური ნორმატივების დაწესებამ და ბავშვთა სპორტული სკოლების დაარსებამ.
1936 წელს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (იქ, სადაც დღეს რესტორანი "არაგვია"), აშენდა სსრკ-ში პირველი 8-ბილიკიანი და 50-მეტრიანი საცურაო აუზი, 1945 წელს - საქართველოში პირველი 25-მეტრიანი აუზი (მაშინდელი "დინამოს" სტადიონის ტრიბუნების ქვეშ), 1965 წელს - ზამთრის პირველი დახურული 50-მეტრიანი აუზი გათბობით (თბილისი, ვაკე). ამავე წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს კიდევ რამდენიმე საცურაო აუზი შეემატა, რამაც სპორტული ცურვის მასობრიობა განაპირობა.
საქართველოს პირველი ოფიციალური რეკორდი 1928 წელს დაამყარა ბათუმელმა ნიკოლოზ პაკროვსკიმ, რომელმაც 100 მ თავისუფალი სტილით 1.08,6 წუთში დაფარა. რეკორდების აღრიცხვა 1934 წელს განახლდა. ამ პერიოდიდან რეგულარულად ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატებიც, მათ შორის დღეისთვის უჩვეულო დისციპლინებში: გვერდულად ცურვაში, 50 მ ყუმბარით და შაშხანით, ტანსაცმლით, ტანსაცმლითა და შაშხანით ცურვაში, 25 და 50 მეტრზე ყვინთვაში. კაცებში სპორტის ოსტატის წოდება პირველს მიენიჭა თბილისელ სერგეი ილინს (1939), ქალებში - ასევე თბილისელ ლია ფაჩულიას (1951).საუკეთესო სპორტულ შედეგებს საქართველოს მოცურავეებმა XX საუკუნის შუა წლებში მიაღწიეს, როცა საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე არაერთი მედალი მოიპოვეს. ამ წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა პეტრე მშვენიერაძემ, რომელიც 1948 წლის სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი გახდა (100 მ, ბრასი). მშვენიერაძემ ბრასით ცურვაში 11 რეკორდი დაამყარა, მერე კი წყალბურთში გადავიდა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ქალთაგან სსრკ ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლი) მოიპოვა ლია ფაჩულიამ (1951, გვერდულად ცურვა). იმავე ჩემპიონატში 2 დისტანცია (200 და 400 მ, გულაღმა ცურვა) მოიგო სოხუმელმა ვლადიმერ ლავრინენკომ. საქართველოს წარმომადგენელთაგან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა (1956, 4X200 მ) და პირველი მსოფლიო რეკორდსმენი (1956, 4X200 მ) გახდა თბილისელი ბორის ნიკიტინი. მანვე პირველმა დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი (1958, 4X200 მ). ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატში პირველმა გაიმარჯვა და რეკორდი დაამყარა თინათინ ლეკვეიშვილმა (1970, 100 მ გულაღმა ცურვა). მსოფლიოს ჩემპიონატების პირველი მედალოსანია (ბრინჯაო) ირინა გერასიმოვა (1975, 4X100 თავისუფალი სტილი). 70-იან წლებში საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე გამოირჩეოდნენ იგორ ომელჩენკო და იგორ კუშპელიოვი.
საქართველოს მოცურავეთა პირველი წარმატებები დაკავშირებული იყო ლუკა იოაკიმიდისა და შალვა მუსასტიკოვის ნაყოფიერ საქმიანობასთან. მოგვიანებით გამოჩნდნენ ვლადიმერ სამარინი, მარგალიტა ტატიშვილი, ალექსანდრე საფრონოვი და სხვა დამსახურებული მწვრთნელები.

 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-96), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის - 1992-96), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004-?), დავით რურუა (დღემდე).

    შედეგები
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    ელენე ბერაია - მესამე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    რუსუდან გოგინაშვილი - მესამე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    მერი მუმლაძე - მესამე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    ირაკლი კვარაცხელია - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    მერი მუმლაძე - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    ილია პაპიძე - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    რუსუდან გოგინაშვილი - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    რუსუდან გოგინაშვილი - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    მერი მუმლაძე - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, აზერბაიჯანი
    თეონა ბოსტაშვილი - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2012, ანტვერპენი, ბელგია
    ირაკლი ბოლქვაძე - მესამე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, უკრაინა
    ირაკლი ჭარბაძე - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, უკრაინა
    დავით ბოკერია - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, უკრაინა
    ვასილ ხიზანიშვილი - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, უკრაინა
    აკაკი ვაშაკიძე - მეორე ადგილი

    აკაკი ვაშაკიძე - პირველი ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2012, ბელარუსი
    დავით სიხარულიძე - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2012, ბელარუსი
    დავით სიხარულიძე - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2012, ბელარუსი
    ირაკლი ბოლქვაძე - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2012, ბელარუსი
    თეიმურაზ კობახიძე - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2012, ბელარუსი
    ირაკლი რევიშვილი - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2012, ბელარუსი
    ირაკლი რევიშვილი - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2012, ბელარუსი
    ირაკლი რევიშვილი - პირველი ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2013, ბელარუსი
    ირაკლი რევიშვილი - მესამე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2013, ნიდერლანდები
    თეიმურაზ კობახიძე - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2013, ნიდერლანდები
    თეიმურაზ კობახიძე - პირველი ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2013, ნიდერლანდები
    თეიმურაზ კობახიძე - პირველი ადგილი
    პარასპორტი - მსოფლიო თამაშები 2015, კორეა
    ნიკა თვაური - მესამე ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, სლოვაკეთი
    მერი მუმლაძე - მესამე ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, სლოვაკეთი
    რუსუდან გოგინაშვილი - მესამე ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, სლოვაკეთი
    რუსუდან გოგინაშვილი - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ჩეხეთი
    აკაკი ვაშაკიძე - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, პრაღა, ჩეხეთი
    ირაკლი რევიშვილი - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, რუმინეთი
    თეიმურაზ კობახიძე - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, საბერძნეთი
    თეიმურაზ კობახიძე - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, საბერძნეთი
    ირაკლი რევიშვილი - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, საბერძნეთი
    ირაკლი რევიშვილი - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ბრესტი, ბელარუსი
    ირაკლი რევიშვილი - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ბრესტი, ბელარუსი
    ირაკლი რევიშვილი - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, სლოვაკეთი
    ირაკლი ბოლქვაძე - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, სლოვაკეთი
    ირაკლი ბოლქვაძე - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ბრესტი, ბელარუსი
    აკაკი ვაშაკიძე - პირველი ადგილი
    ცურვა - უნგრეთის ღია ჩემპიონატი 2016, უნგრეთი
    ირაკლი ბოლქვაძე - მესამე ადგილი
    ცურვა - უნგრეთის ღია ჩემპიონატი 2016, უნგრეთი
    საქართველოს ნაკრები - მესამე ადგილი
    ცურვა - უნგრეთის ღია ჩემპიონატი 2016, უნგრეთი
    ირაკლი რევიშვილი - მესამე ადგილი
    ცურვა - ბელარუსის ღია ჩემპიონატი 2016, ბრესტი, ბელარუსი
    აკაკი ვაშაკიძე - პირველი ადგილი
    ცურვა - ბელარუსის ღია ჩემპიონატი 2016, ბრესტი, ბელარუსი
    ირაკლი რევიშვილი - პირველი ადგილი
    ცურვა - ბელარუსის ღია ჩემპიონატი 2016, ბრესტი, ბელარუსი
    ირაკლი რევიშვილი - პირველი ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი სვიმ ქაფ 2016, ეინდჰოვენი, ნიდერლანდები
    თეიმურაზ კობახიძე - მეორე ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2016, ბრესტი, ბელარუსი
    თამარ მეგრელიძე - მესამე ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2016, ბრესტი, ბელარუსი
    თამარ მეგრელიძე - პირველი ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2016, ბრესტი, ბელარუსი
    ვლადიმერ გურგენიძე - მესამე ადგილი

    ნიკოლაი ბერიანიძე - მეორე ადგილი

    ნიკოლაი ბერიანიძე - პირველი ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2016, თურქეთი
    ნიკოლაი ბერიანიძე - პირველი ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    ლუკა კუხალაშვილი - მესამე ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ბანია-ლუკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა
    დავით აბესაძე - მეორე ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    დავით აბესაძე - მეორე ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    ლუკა ერაძე - პირველი ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    ლუკა ერაძე - პირველი ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    ლუკა ერაძე - პირველი ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    სალომე ნიკოლაიშვილი - პირველი ადგილი

    მარიამ იმნაძე - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    მარიამ იმნაძე - პირველი ადგილი

    ნოე ფანცხავა - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    აკაკი ვაშაკიძე - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    აკაკი ვაშაკიძე - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    აკაკი ვაშაკიძე - მეორე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    აკაკი ვაშაკიძე - პირველი ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, კოშიცე, სლოვაკეთი
    ნოე ფანცხავა - პირველი ადგილი

    პარაცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2018, იტალია
    ნიკა თვაური - მესამე ადგილი
    პარაცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2018, იტალია
    თათია კალანდაძე - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, ბუქარესტი, რუმინეთი
    თეიმურაზ კობახიძე - მეორე ადგილი
    ცურვა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ბანია-ლუკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა
    მამუკა შენგელია - მეორე ადგილი
    ცურვა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, თურქეთი
    ირაკლი რევიშვილი - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, ბუქარესტი, რუმინეთი
    თეიმურაზ კობახიძე - მესამე ადგილი
    ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2019, ბუქარესტი, რუმინეთი
    თეიმურაზ კობახიძე - მეორე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1962, ლაიპციგი, გდრ
    ბორის პოლულიახი - მესამე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1966, უტრეხტი, ნიდერლანდები
    ალექსანდრე ტუტაკაევი - მეორე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1954, ტურინი, იტალია
    ვლადიმერ ლავრინენკო - მესამე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1958, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ბორის ნიკიტინი - მეორე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1958, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ბორის ნიკიტინი - პირველი ადგილი
    ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია
    ბორის ნიკიტინი - მესამე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1983, რომი, იტალია
    ირინა გერასიმოვა - მესამე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, გუაიაკილი, ეკვადორი
    ირინა გერასიმოვა - მესამე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1970, ბარსელონა, ესპანეთი
    თინათინ ლეკვეიშვილი - მესამე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1970, ბარსელონა, ესპანეთი
    თინათინ ლეკვეიშვილი - მეორე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1970, ბარსელონა, ესპანეთი
    თინათინ ლეკვეიშვილი - პირველი ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო