ქართული
სპორტი
 
 
საციგაო სპორტი
სპორტის სახეობის აღწერა

ციგაობა, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში გავრცელდა 1960-იანი წლების მიწურულს. 1970 წელს ბაკურიანში გაიხსნა ციგაობის პირველი სპორტული ჯგუფი ალექსანდრე ქუმარიტაშვილის ხელმძღვანელობით, კოხტაგორის ფერდობზე კი მოეწყო 25-მეტრიანი ტრასა. საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი გაიმართა 1972 წელს. პირველი სპორტის ოსტატები იყვნენ ქეთევან ჯეირანაშვილი და ფელიქს ქუმარიტაშვილი. 1974 წელს ბაკურიანში აიგო საერთათაშორისო  სტანდარტების შესაბამისი საციგაო ტრასა. ყველაზე წარმატებული მიციგავეები არიან კახა ვახტანგიშვილი და ლევან თიბილოვი. ამ წყვილმა 1989 წელს ევროპის პირველობაზე მე-2 ადგილი დაიკავა, ლილეჰამერის 1994 წლის ოლიმპიადაზე კი მე-17 ადგილზე გავიდა.

პრეზიდენტი: - ფელიქს ქუმარიტაშვილი

    შედეგები

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო