ქართული
სპორტი
 
 
რაგბი
სპორტის სახეობის აღწერა

ქართული რაგბის ისტორია 1959 წლის 15 ოქტომბრიდან იწყება, როცა ფრანგმა ემიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პირველი ქარტული სარაგბო კლუბი დააფუძნა. უფრო ადრე, 1919, 1949, და 1948 წლებში საქართველოში რამდენიმე საჩვენებელი სარაგბო მატჩი გაიმართა, თუმცა რაგბის გავრცელების ოფიციალურ თარიღად სწორედ 1959 წელია მიჩნეული. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო - თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედრაციად გადაკეთდა.

1962 წელს გაიმართა პირველი შეჯიბრება - თბილისის პირველობა ოთხი გუნდის მონაწილეობით. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა. 1963 წელს თბილისში ჩატარდა პირველი საკავშირო ტურნირი - პროფკავშირების პირველობა ,რომელშიც თბილისის „განთიადი“ მე-III ადგილზე გავიდა, სამი წლის შემდეგ გამართულ სსრ კავშირის პირველ ჩემპიონატში კი მეორე იყო თბილისის  „დინამო“ (მწვრთნელი - გივი მრელაშვილი). 1966 წელს გიორგი ყუფარაძისა და შალვა ქურციკიძის თაოსნობით ქუთაისში დაარსდა რაგბის პირველი კლუბი - „დინამო“- 1967 წელს გაიმართა პირველი უცხოური გუნდის, საფრანგეთის მასწავლებელთა პროფკავშირის ნაკრების ტურნე საქართველოში. ამავე წელს პირველმა ქართულმა გუნდმა - თბილისის „დინამომ“ მოაწყო ტურნე უცხოეთში (პოლონეთში) და 3 გამარჯვება მოიპოვა. 1967 წელსვე ჩატარდა საქართველოს I ჩემპიონატი

ლელობურთის ქვეყანაში რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, მორაგბეთა თემი კი ლამის სოციალურ ფენომენად ჩამოყალიბდა. საქართველოში რაგბის  სიყვარულითა და ენტუზიაზმით თამაშობდნენ, თავად მორაგბეები კი საზოგადოებისაგან განსაკუთრებულ არაფორმალურ პატივისცემას იმსახურებდენ. 1968 წელს თბილისის „ლოკომოტივმა“ მე-III ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში და ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 78, 81), 1978 წელს კი სსრ კავშირის თასი მოიპოვა. 1980 -იან წლებში ქართულ და სბჭოურ რაგბიში ლიდერობდა ქუთაისის „აია“- გუნდმა ჯერ სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა(1984) და ბრინჯაოს(1985) მედლები აიღო, შემდეგ კი დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ (1987-88-89)გახდა სსრ კავშირის ჩემპიონი,ორჯერ თასის გათამაშებაში გაიმარჯვა (1987, 90). მორაგბეთა თაობების აღზრდაში მნიშშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნოდარ ყიფიანმა, გელა მიქაბერიძემ, გოგი ტონიამ, ბათუ კევლიშვილმა, გურამ მოდებაძემ, რამაზ სვანიძემ, მალხაზ ჭეიშვილმა, ლაშა გეგენავამ და სხვა მწვრთნელებმა.

სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ საქართველოს მორაგბეები:

თამაზ მგელაძე, ვლადიმერ აბაშიძე, მიხეილ თუშიშვილი, ზურაბ ხარშილაძე, თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ჯვარიძე, დავით კილასონია, მიხეილ ხარშილაძე, ავთანდილ გიორგაძე, ავთანდილ ღიბრაძე, ნუკრი წერეთელი, ვლადიმერ პეტუხოვი, რამაზ სანებლიძე, ოლეგ ლიპარტელიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე ნაჭყებია, ბესარიონ ლილუაშვილი, სერგო უგრეხელიძე, ნუგზარ ძაგნიძე, მამუკა ლოსაბერიძე, მალხაზ ჭეიშვილი, ზაზა ბაკურაძე.

ჯერ კიდევ საბჯოთა კავშირის არსებობის პირობებში, 1989 წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრები, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან - 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი - ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ , ქართულმა კლუბებმა საკავშირო ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი თავის 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ  (პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო ევროპის ერთა თასი, რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. უცხოელი მწვრთნელების მოწვევის პრაქტიკა შემდგომშიც გაგრძელდა, როცა რაგბის ფედერაციას სათავეში ჩაუდგა გიორგი ნიჟარაძე. მისი მეცადინეობით მთელი ქვეღნის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაფართოვდა სარაგბო ინფრასრუქტურა. 2008, 2009, 2011 და 2012 წლებში ქართველებმა კიდევ ოთხჯერ აიღეს ევროპის ერთა თასი. საერთოდ XXI საუკუნის პირველი ათწლეული მეტად წარმატებული გამოდგა ჩვენი რაგბისთვის. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველომ 17:13 დაამარცხა რუსეთი და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა და პლანეტის საუკეთოსო გუნდებს გაეჯიბრა. 2007 და 2011 წლებში ქართველებმა კიდევ ორჯერ ითამაშეს მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირში. სანაკრებო წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მალხაზ ჭეიშვილს, ტიმ ლეინს, რიჩი დიქსონს.

შედეგები
რაგბი - რაგბი ევროპა 2023
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - 18 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2021, კალინინგრადი, რუსეთი
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - სსრკ თასი 1990
"აია" ქუთაისი - პირველი ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი 1989
"აია" ქუთაისი - პირველი ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი 1988
"აია" ქუთაისი - პირველი ადგილი
რაგბი - სსრკ თასი 1987
"აია" ქუთაისი - პირველი ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი 1987
"აია" ქუთაისი - პირველი ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი 1985
"აია" ქუთაისი - მესამე ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი 1984
"აია" ქუთაისი - მეორე ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი 1981
"ლოკომოტივი" თბილისი - მესამე ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი 1978
"ლოკომოტივი" თბილისი - მესამე ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი 1972
"ლოკომოტივი" თბილისი - მესამე ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი 1968
"ლოკომოტივი" თბილისი - მესამე ადგილი
რაგბი - სსრკ ჩემპიონატი (არაოფოციალური) 1966
"დინამო" თბილისი - მეორე ადგილი
რაგბი - ერთა თასი 2012
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - ერთა თასი 2013
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - შვიდკაცა რაგბში საერთაშორისო ტურნირი 2014, ჰოლანდია
საქართველოს ნაკრები - მეორე ადგილი
რაგბი - 18 წლამდელებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, საფრანგეთი
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - 19 წლამდელებს შორის ევროპის თასი 2014, პორტუგალია
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - ერთა თასი 2014
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - ერთა თასი 2015
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - 18 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, ესპანეთი
საქართველოს ნაკრები - მეორე ადგილი
რაგბი - 20 წლამდელებს შორის მსოფლიო ალაფა 2015, პორტუგალია
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
ცურვა - საერთაშორისო ტურნირი 2015, საბერძნეთი
თეიმურაზ კობახიძე - მეორე ადგილი
რაგბი - 18 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2017, საფრანგეთი
საქართველოს ნაკრები - მეორე ადგილი
რაგბი - ერთა თასი 2017
საქართველოს ნაკრები - მეორე ადგილი
რაგბი - შვიდქალა ნაკრებებს შორის ევროპის დივიზიონის ალაფა 2017, სლოვაკეთი
საქართველოს ნაკრები - მესამე ადგილი
რაგბი - ერთა თასი 2018
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - 18 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2018, პოლონეთი
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
რაგბი - ჭაბუკებს (U8) შორის ევროპის ჩემპიონატი 2019, კალინინგრადი, რუსეთი
საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო