ქართული
სპორტი
 
მძლეოსნობა
სპორტის სახეობის აღწერა

ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, შეჯიბრებები მძლეოსნურ ვარჯიშებში (რბენა, ხტომა, შუბის ტყორცნა და სხვ.) ჯერ კიდევ წარმართულ ქართულ ხალხურ დღესასწაულებზე იმართებოდა. საამისოდ გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილები. აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” ვკითხულობთ: “კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”. ძველ ქართულში “რბენის” მნიშვნელობით სხვადასხვა სიტყვას იყენებდნენ. მაგ., ბასილი ზარზმელი მას “სრბას” უწოდებს, თამარ მეფის ისტორიკოსი – “მკვირცხლობას” და “ფეხით მალობას”, არჩილ მეფე – “ფეხმსუბუქობას”. 

რბენა არა მარტო მდაბიოთა სამხედრო ფიზიკური მომზადების საშუალება იყო, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წარჩინებულთა ვარჯიშებშიც. ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ ხალხში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა შუბის ტყორცნა მიზანში, ჭოკით სიგრძეზე ხტომა, ნაბადზე ხტომა, ხუნტრუცი (“ჭაბუკთა, ქალთა მიერ როკვა, რბოლა ძალისამებრ მათისა”. სულხან-საბა ორბელიანი), ფუნდრუკი (“ჭაბუკთამიერი მღერა, რბოლა, ხლდომა, ქვათა სრევა”. სულხან-საბა ორბელიანი).

მძლეოსნურ ვარჯიშებს, როგორც სამხედრო მომზადების საშუალებას, ფართოდ იყენებდნენ მეფის რუსეთის დროინდელ საქართველოში. 1848 წელს შეიქმნა ფიზიკური აღზრდის კავკასიის ე.წ. განსაკუთრებული ოლქი, რომელსაც სხვა სახეობებთან ერთად მძლეოსნობის განვითარებაც ევალებოდა. XIX საუკუნის მიწურულს საქართველოში მოვლინებულმა ჩეხური ტანვარჯიშული საზოგადოება “სოკოლის” ემისრებმა თავიანთ სასწავლო პროგრამაში მძლეოსნური დისციპლინებიც ჩართეს.

პირველი პროფესიონალური მძლეოსნური ჯგუფი 1918 წელს თელავში ჩამოყალიბდა და მას გიორგი ჩიკვაიძე ჩაუდგა სათავეში. იქვე ჩატარდა პირველი შეჯიბრებები რამდენიმე მძლეოსნურ სახეობაში. 1925 წელს საქართველოს სსრ ფიზკულტურის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მძლეოსნობის სექციას ასევე გიორგი ჩიკვაიძე უძღვებოდა, წევრებად კი მიწვეული იყვნენ გრიგოლ გიორგაძე, ბორის დიაჩკოვი, არჩილ ბაქრაძე და სხვები. მათი თაოსნობით რეგულარულად იმართებოდა მძლეოსნური შეჯიბრებები, ტრადიციული სამატჩო შეხვედრები თბილისის, ბაქოს და ერევნის ნაკრებ გუნდებს შორის.

მძლეოსნური რეკორდების აღრიცხვა დაიწყო 1922 წლიდან. საქართველოს პირველი რეკორდსმენი იყო ბორის დიაჩკოვი, რომელმაც 100 მ 12,4 წამში გაირბინა. 1930-იან წლებში სპორტული შედეგები საგრძნობლად გაიზარდა, საკავშირო რეკორდები დაამყარეს ბორის დიაჩკოვმა, დიმიტრი იოსელიანმა, ჰერტრუდა მაიერმა, გიორგი შხვაცაბაიამ. 1936 წელს ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა დიმიტრი იოსელიანი (348,5 სმ), 1939 წელს კი მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა ბადროს მტყორცნელმა ნინო დუმბაძემ (49,11 მ), რომელმაც ექვსჯერ გააუმჯობესა თავისი მიღწევა. მძლეოსნობის პოპულარობას ხელი შეუწყო 1935 წელს თბილისის “დინამოს” სტადიონის გახსნამ და სპეციალიზებული სპორტული სკოლის დაარსებამ. საქართველოს მძლეოსნებისთვის წარმატებული გამოდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. ნინო დუმბაძესთან ერთად საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ლევან სანაძემ, ნადეჟდა დვალიშვილ-ხნიკინამ, ელენე გოკიელმა, ალექსანდრე შჩერბინამ, იური დიაჩკოვმა, რევაზ ქვაჩაკიძემ, ლამარა ტუღუშმა, რევაზ ტრაპაიძემ, ედუარდ ლომთაძემ, ლიუდმილა იევლევამ, გურამ გუდაშვილმა, ანდრო ბედუკაძემ და სხვებმა. შემდგომი თაობის მძლეოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: ანატოლი მოშიაშვილი, საიდა გუმბა, მაია აზარაშვილი, ოლეგ სტრიჟაკოვი, ბესიკ გოცირიძე და ტარიელ ბიწაძე.

ისტორიული მნიშვნელობისა იყო რობერტ შავლაყაძის გამარჯვება რომის ოლიმპიურ თამაშებში. ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა უშუალო ბრძოლაში აჯობა პლანეტის უძლიერეს ათლეტებს, მათ შორის ამერიკელ მსოფლიო რეკორდსმენს ჯონ თომასს. სიცოცხლეშივე ლეგენდარულ სპორტსმენად აღიარეს პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი სამმხტომელი ვიქტორ სანეევი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს რეკორდი კი სამჯერ გააუმჯობესა. სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენადაც აღიარეს. ოლიმპიურ თამაშებში ბოლო მედალი მაია აზარაშვილმა აიღო (ესტაფეტა 4X100 მ) – სეულში 1988 წელს. მას შემდეგ საქართველოს მძლეოსნებს დიდ შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ.

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 30 აპრილს. 1992 წლის 30 მაისიდან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა (IAAF) და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის (EAA) წევრია. პრეზიდენტი – თამაზ მდინარაძე (1991-?), ალექსი ახვლედიანი (დღემდე). 

    შედეგები
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2013, თურქეთი
    მარიამ ჩაკაბერია - მესამე ადგილი

    ავთანდილ ტყეშელაშვილი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2013, თურქეთი
    თეონა მაჭარაშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, რუსეთი
    თეონა მაჭარაშვილი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, რუსეთი
    მარიამ ჩაკაბერია - პირველი ადგილი

    ნინო წიქვაძე - პირველი ადგილი

    გიორგი დავითაშვილი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, რუსეთი
    ბადრი ქიმაძე - მესამე ადგილი

    გიორგი კეთილაძე - პირველი ადგილი

    დ აბესაძე - პირველი ადგილი

    რომან ბადრიძე - პირველი ადგილი

    დავით ლუკავა - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, ალმატი, ყაზახეთი
    იოსებ მარუქაშვილი - მესამე ადგილი

    ანდრანიკ მატინიანი - მეორე ადგილი

    ბაჩანა ხორავა - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, ბელარუსი
    მარიამ ჩაკაბერია - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, ბელარუსი
    დავით ლუკავა - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, ბელარუსი
    თეონა მაჭარაშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ნინო წიქვაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ჯანეტ გოდაბრელიძე - მეორე ადგილი

    სალომე მენთეშაშვილი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    მარიამ ჩაკაბერია - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ჯანეტ გოდაბრელიძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    მარიამ ჩაკაბერია - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    გიორგი კეთილაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ლაშა-გიორგი გურგენიძე - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ბადრი ქიმაძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ბადრი ქიმაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    რომან ბადრიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    დ აბესაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    დ აბესაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ელგუჯა მახნიაშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, ბულგარეთი
    გოგა მაღლაკელიძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, ბულგარეთი
    მარი ძაგნიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    გიგლა ზილბერშტეინი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    მერაბ ქინიძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    თემურ ბაიკეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ჯიმშერ მურადოვი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    დენის ჟვანია - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ბაჩანა ხორავა - მესამე ადგილი

    იოსებ მარუქაშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    დავით ილარიანი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    მარი ძაგნიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ელენე ხუსკივაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    გიული დეკანაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    თინათინ პაპუაშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    მარიამ მარტინენკო - პირველი ადგილი

    მაიკო გოგოლაძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის III ლიგის ქვეყნების ჩემპიონატი 2014, თბილისი, საქართველო
    გიული დეკანაძე - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის III ლიგის ქვეყნების ჩემპიონატი 2014, თბილისი, საქართველო
    საქართველოს ნაკრები - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის III ლიგის ქვეყნების ჩემპიონატი 2014, თბილისი, საქართველო
    ბაჩანა ხორავა - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის III ლიგის ქვეყნების ჩემპიონატი 2014, თბილისი, საქართველო
    როსტომ ჭინჭარაული - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის III ლიგის ქვეყნების ჩემპიონატი 2014, თბილისი, საქართველო
    ნიკა კარტავცევი - მეორე ადგილი

    დავით ილარიანი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ლაშა თორღვაიძე - მეორე ადგილი

    დავით ხარაზიშვილი 1500მ. - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ნიკა კარტავცევი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ნიკა კარტავცევი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - აზერბაიჯანია ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
    ბოლისლავ სხირტლსძე - პირველი ადგილი

    დავით ხარაზიშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი (კასანოვის მემორიალი) 2014, ალმატი, ყაზახეთი
    მაიკო გოგოლაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი (კასანოვის მემორიალი) 2014, ალმატი, ყაზახეთი
    დავით ილარიანი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი (კასანოვის მემორიალი) 2014, ალმატი, ყაზახეთი
    ანდრანიკ მატინიანი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი (კასანოვის მემორიალი) 2014, ალმატი, ყაზახეთი
    იოსებ მარუქაშვილი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი (კასანოვის მემორიალი) 2014, ალმატი, ყაზახეთი
    ნიკა კარტავცევი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი (კასანოვის მემორიალი) 2014, ალმატი, ყაზახეთი
    ბაჩანა ხორავა - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2014, სტამბოლი, თურქეთი
    ლაშა თორღვაიძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2014, სტამბოლი, თურქეთი
    დავით ილარიანი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    თათია პაიკიძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    მაიკო გოგოლაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    მარიამ მწითური - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    ვიქტორია შიშლოვა - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    ნინო კობაიძე - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    მაიკო გოგოლაძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    თინათინ პაპუაშვილი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    მარიამ მარტინენკო - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    დენის ჟვანია - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    თენგიზ ღვინჯილია - მეორე ადგილი

    ზურაბ გოგოჭური - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    მაიკო გოგოლაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    ბოლისლავ სხირტლსძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    ლაშა თორღვაიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    დავით ხარაზიშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    დავით ილარიანი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" 2014, თბილისი, საქართველო
    ირაკლი აშორდია - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, უკრაინა
    გიორგი ონიანი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, უკრაინა
    ბადრი ქიმაძე - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, უკრაინა
    ნინო წიქვაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, უკრაინა
    თემურ აბულაშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, ტალინი, ესტონეთი
    ბაჩანა ხორავა - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, ბელარუსი
    გიორგი მუჯარიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ყაზახეთი
    მაიკო გოგოლაძე - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ყაზახეთი
    ლაშა თორღვაიძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ყაზახეთი
    ვალენტინა ლიაშენკო - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ყაზახეთი
    ბაჩანა ხორავა - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    იოსებ მარუქაშვილი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    მარიამ მარტინენკო - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    თემურ ბაიკეევი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    ნიკა კარტავცევი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    ირინა მიკიტიუკი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    მარიამ მარტინენკო - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    თემურ ცირამუა - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    თენგიზ ღვინჯილია - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    ირინა მიკიტიუკი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    როსტომ ჭინჭარაული - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    ლაშა თორღვაიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, აზერბაიჯანი
    დავით ხარაზიშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ზალცბურგი, ავსტრია
    ლაშა თორღვაიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, უკრაინა
    ვალენტინა ლიაშენკო - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, საფრანგეთი
    ვალენტინა ლიაშენკო - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    რომან ბადრიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    ლაშა თორღვაიძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2016, ალმატი, ყაზახეთი
    ბენიკ აბრამიანი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2016, ალმატი, ყაზახეთი
    ლაშა თორღვაიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი ანტიპოვის თასი 2016, ბაქო, აზერბაიჯანი
    ლაშა თორღვაიძე - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2016, უკრაინა
    ვალენტინა ლიაშენკო - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2016, თურქეთი
    ლაშა თორღვაიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - 20 წლამდელებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, რუმინეთი
    გიორგი მუჯარიძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატის III ლიგა 2017, მალტა
    საქართველოს ნაკრები - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატის III ლიგა 2017, მალტა
    საქართველოს ნაკრები - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018, უკრაინა
    გიორგი კეკიშვილი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატი 2018, შანი, ლიხტენშტეინი
    ბაჩანა ხორავა - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატი 2018, შანი, ლიხტენშტეინი
    ლაშა თორღვაიძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატი 2018, შანი, ლიხტენშტეინი
    ვალერია ჟანდაროვა - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატი 2018, შანი, ლიხტენშტეინი
    სალომე რიგიშვილი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატი 2018, შანი, ლიხტენშტეინი
    სოფიო შათირიშვილი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატი 2018, შანი, ლიხტენშტეინი
    გიორგი მუჯარიძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2018, თურქეთი
    ვალერია ჟანდაროვა - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, მოლდოვეთი
    ალექანდრე მარუტიანი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2019, ლა ვალეტა, მალტა
    ბაჩანა ხორავა - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი (ევროპული თამაშები) დარბაზში 1968, მადრიდი, ესპანეთი
    ლიუდმილა იევლევა - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
    საიდა გუმბა - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1954, ბერნი, შვეიცარია
    ლევან სანაძე - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1950, ბრიუსელი, ბელგია
    ლევან სანაძე - პირველი ადგილი
    ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი
    ლევან სანაძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1972, გრენობლი, საფრანგეთი
    ანატოლი მოშიაშვილი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1974, გეტებორგი, შვედეთი
    ანატოლი მოშიაშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1966, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ალექსანდრე შჩერბინა - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1971, ჰელსინკი ფინეთი
    ვიქტორ სანეევი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1946, ოსლო, ნორვეგია
    ელენე გოკიელი - მეორე ადგილი

    ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია
    ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა - მესამე ადგილი
    ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი
    ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1950, ბრიუსელი, ბელგია
    ნინო დუმბაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1946, ოსლო, ნორვეგია
    ნინო დუმბაძე - პირველი ადგილი
    ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი
    ნინო დუმბაძე - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    მაია აზარაშვილი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1962, ბელგრადი, იუგოსლავია
    რობერტ შავლაყაძე - მესამე ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    რობერტ შავლაყაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1976, მიუნხენი, გფრ
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1975, კატოვიცე, პოლონეთი
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1972, გრენობლი, საფრანგეთი
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1971, სოფია, ბულგარეთი
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1970, ვენა, ავსტრია
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1974, რომი, იტალია
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1969, ათენი, საბერძნეთი
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
    ვიქტორ სანეევი - მეორე ადგილი
    ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო