ქართული
სპორტი
 
 
კარატე
სპორტის სახეობის აღწერა

კარატეს ქართული ისტორია 1967 წლიდან იწყება. მაშინ ჩვენში არ იყო კარატეს არც ერთი სპეციალისტი, არ მოიპოვებდა სრულფასოვანი ლიტერატურა, მაგრამ  ეთუზიასტთა ჯგუფმა (ზურაბ ლეჟავა, მიხეილ წვერავა, გურამ ბარაბაძე, პაატა ჯიჯეიშვილი, ვლადიმერ გონჩარენკო, გოგა ბერიძე, დავით სუხიშვილი, იური ყეინაშვილი, დავით სულაქველიძე, თემურ რამიშვილი, სიმონ დარახველიძე, საშა მაისურაძე, ომარ რევიშვილი, დავით ტევზაძე, სოსო დოლიძე) საფუძველი ჩაუყარა კარატეს განვითარებას. ხელისუფლება დევნიდა ყველას  ვინც ამ აღმოსავლური ორთაბრძოლით იყო გატაცებული. ანალოგიური მდგომარეობა იყო საბჭოთა კავშირის სხვა რესპულიკებშიც, მაგრამ 1979 წლისთვის ამ სახეობაში მოვარჯიშეთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა კარატე, როგორც სპორტის სახეობა. ქართველი კარატისტები, რომლებსაც უკვე ვარჯიშის ათწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, მომზადებულნი შეხვდნენ ამას. დაიწყო მათი წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა რანგის ტურნირებსა და ჩემპიონატებში.

1982 წელს ტალინში, საბჭოთა კავშირის II ჩემპიონატში, ქართველმა სპორტსმენმა გიორგი ბაკურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, რისთვისაც სპორტის ასტატის, მის მცვრთნელ ზურაბ ლეჟავას კი საქართველოს დამსახურებული მცვრთნელის წოდება მიენიჭა (ქართველ სპორტცმენთა შორის ბაკურაძე ერთადერთი სსრკ ჩემპიონი და სპორტის ოსტატია).

საქართველოს კარატეს ფედერაცია 1980 წელს დაფუძნდა, ამავე წელს ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი. 1983 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით კარატე აიკრძალა, მისი სწავლება კი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 80-იანი წლების ბოლოს , მას შემდეგ, რაც კარატე კვლავ ლეგალიზებული იქნა, საქართველოში კარატეს განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო. 1989 წელს გაჩნდა უცხოელ სპეციალისტებთან კავშირის დამყარებისა და მათი მოწვევის შესაძლებლობა. სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოვიდნენ სახელოვანი იაპონელი კარატისტები:  კანაზავა, ხიგაონა, სუზუკი, ნანბუ, იკატა, ხისატაკა, კასუია და სხვები. შედეგმაც არ დააყოვნა - ქართველმა სპორტსმენებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო სარბიელზე.

1989 წელს საქართველოს ტრადიციული კარატე-დოს ფედერცია მსოფლიო ფედერციაში გაწევრიანდა.

1990 წელს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ჩვენი სპოტსმენები (კახა ბასილია, თემურ ცქიტიშვილი, გია ბაკურაძე, კახა ქუთათელაძე, ავთანდილ რაზმაძე, სპარტაკ გოცირიძე) დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველად გამოვიდნენ  მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1990- იან წლებში ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ მსოფლიო კარატეს აღიარებული ოსტატები - ილია იორგა, ჰიროკაზუ კანაზავა, ჰიტოში კასუი. ჩამოყალიბდა კარატეს სხვადასხვა მიმართულების ეროვნული ფედერაციები (შიტოკანი, ვადორიუ, შიტორიუ, გოჯურიო, კიოკუშინკაი და სხვ). 1997 წლიდან საქართველოს ნაკრები მონაწილეობს  WKF - ის ეგიდით გამართულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში.

2006 წელს შეიქმნა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია (პრეზიდენტი - კახა ბასილია), რომელიც კოორდინაციას უწევს კარატეს სხვადასხვა სახეობების განვითარებას.  კარატეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები არიან ზურაბ ლეჟავა, გელა პავლიშვილი, კახა ბასილია, ომარ რევიშვილი და ავთანდილ ჭუმბურიძე.

    შედეგები
    კარატე - მსოფლიო ჩემპიონატი 2021, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
    გოგიტა არქანია +84კგ - პირველი ადგილი
    კარატე - 21 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2012, აზერბაიჯანი
    დავით პატარიძე 68კგ - მესამე ადგილი
    კარატე - მსოფლიო ჩემპიონატი 2014, ბრემენი, გერმანია
    გოგიტა არქანია 84კგ - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2014, თურქეთი
    გიორგი მსხვილიძე 84კგ - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2014, თურქეთი
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2014, თურქეთი
    ჰენრი ვეკუა 75კგ - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2014, თურქეთი
    გიორგი ჯიქია 67კგ - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2014, თურქეთი
    დავით ტყებუჩავა 60კგ - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2014, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
    გოგიტა არქანია - პირველი ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    ტარიელ სამხარაძე - მეორე ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    ლუკა ხვედელიანი - პირველი ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის ევროპის XVIII ჩემპიონატი 2015, დანია
    ზურაბ მუკვანი - მესამე ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის ევროპის XVIII ჩემპიონატი 2015, დანია
    ტარიელ სამხარაძე - მეორე ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის ევროპის XVIII ჩემპიონატი 2015, დანია
    ნიკიტა ბელიავსკი - პირველი ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ოთარ ანთაძე - მესამე ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ანდრო ბიწკინაშვილი - მესამე ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    შოთა აბუაშვილი - პირველი ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ოთარ კახიძე - მეორე ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ნიკა გილაური - პირველი ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, ჩეხეთი
    ვიტალი კუჩერენკო - პირველი ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    შოთა აბუაშვილი - მესამე ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    ირაკლი ჭურღაია - მესამე ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    ოთარ ანთაძე - მეორე ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    ანდრო ბიწკინაშვილი - პირველი ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, იტალია
    თამაზ გოჩელაშვილი - მესამე ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    თამუნა თურმანიძე - მესამე ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, ბათუმი, საქართველო
    დავით პატარიძე - მეორე ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, ბათუმი, საქართველო
    გიორგი ჯიქია - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, უკრაინა
    დავით ტყებუჩავა - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, უკრაინა
    გიორგი ჯიქია - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, ავსტრია
    დავით ტყებუჩავა - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, გერმანია
    დავით ტყებუჩავა - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    გოგიტა არქანია - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ჰენრი ვეკუა - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, იტალია
    ლაშა კოდუა - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    გიორგი ჯიქია - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    ირაკლი ტყებუჩავა - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თბილისი, საქართველო
    დავით ტყებუჩავა - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, ბათუმი, საქართველო
    სვეტლანა ფრუიძე - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, ბათუმი, საქართველო
    დიანა დარჩიაშვილი - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, ბათუმი, საქართველო
    ირაკლი ტყებუჩავა - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, ბათუმი, საქართველო
    დავით ტყებუჩავა - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, ყატარი
    ირაკლი ტყებუჩავა - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, ყატარი
    დავით ტყებუჩავა - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, ყატარი
    გოგიტა არქანია - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, ყატარი
    ჰენრი ვეკუა - პირველი ადგილი
    კარატე - მსოფლიოს VI ჩემპიონატი 2015, თურქეთი
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ჰენრი ვეკუა - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ირაკლი ტყებუჩავა - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    დავით ტყებუჩავა - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    გოგიტა არქანია - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    გიორგი ჯიქია - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    დიანა დარჩიაშვილი - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    დავით პატარიძე - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ირაკლი ტყებუჩავა - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    ჰენრი ვეკუა - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    დავით ტყებუჩავა - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, თურქეთი
    გოგიტა არქანია - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, დუბაი
    გოგიტა არქანია - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, საფრანგეთი
    გოგიტა არქანია - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, საფრანგეთი
    დავით ტყებუჩავა - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, საფრანგეთი
    გოგიტა არქანია - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, საფრანგეთი
    ირაკლი ტყებუჩავა - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2015, საფრანგეთი
    ჰენრი ვეკუა - პირველი ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2017, სოფია, ბულგარეთი
    ანდრო ბიწკინაშვილი 76კგ - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2017, ესპანეთი
    დავით ტყებუჩავა 60კგ - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2017, ესპანეთი
    გოგიტა არქანია +84კგ - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2017, არაბთა გაერთიანებული საამიროები
    გოგიტა არქანია +84კგ - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2017, ნიდერლანდები
    დავით პატარიძე 67კგ - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2017, ნიდერლანდები
    გოგიტა არქანია +84კგ - მესამე ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, უკრაინა
    ტარიელ სამხარაძე 63კგ - მესამე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2017, უკრაინა
    თამაზ გოჩელაშვილი 63კგ - პირველი ადგილი
    კარატე - ევროპის ჩემპიონატი 2018, ნოვი სადი, სერბეთი
    გოგიტა არქანია +84კგ - მესამე ადგილი
    კარატე - პრემიერ ლიგა მოსკოვი 2019, მოსკოვი, რუსეთი
    გოგიტა არქანია +84კგ - პირველი ადგილი
    პარა კარატე - ევროპის ჩემპიონატი 2019, გვადალახარა, ესპანეთი
    ზვიად ვასაძე - მეორე ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, კვიპროსი
    ვალიკო ფონიავა 52კგ - პირველი ადგილი
    კარატე - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, კვიპროსი
    ტარიელ სამხარაძე 76კგ - პირველი ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ა.შ.შ,
    დავით ტყებუჩავა 60კგ - პირველი ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ა.შ.შ,
    ირაკლი ტყებუჩავა 67კგ - პირველი ადგილი
    კარატე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, ა.შ.შ,
    ჰენრი ვეკუა 75კგ - პირველი ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი (სერია ა) 2019, სტამბოლი, თურქეთი
    გოგიტა არქანია - მეორე ადგილი
    კარატე - საერთაშორისო ტურნირი 2019, ა.შ.შ,
    მამუკა თეთრაშვილი - მესამე ადგილი
    ევროპული თამაშები 2019, მინსკი, ბელარუსი
    გოგიტა არქანია +84კგ - მესამე ადგილი
    კარატე - მსოფლიო ჩემპიონატი 2008, ტოკიო, იაპონია
    გოგიტა არქანია 84 კგ - მესამე ადგილი
    კარატე - მსოფლიო ჩემპიონატი 2014, ბრემენი, გერმანია
    გოგიტა არქანია 84 კგ - პირველი ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო