ქართული
სპორტი
სპორტსმენები

რობერტ შავლაყაძე

დაბადების თარიღი 01/04/1933   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა მძლეოსნობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1933 წლის 1 აპრილს თბილისში. გარდაიცვალა 2020 წლის 4 მარტს თბილისში
მძლეოსნობა (სიმაღლეზე ხტომა)

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1960 (რომი; 216სმ - ოლიმპიური რეკორდი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1962 (ბელგრადი, იუგოსლავია; 209სმ)
სსრკ ჩემპიონი - 1964 (კიევი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1959 (მოსკოვი), 1960 (კიევი), 1962 (მოსკოვი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1957 (სოციალისტური ქვეყნების თამაშები), 1958 (ძმები ზნამენსკების მემორიალი), 1958 (სოციალისტური ქვეყნების თამაშები), 1959 (ძმები ზნამენსკების მემორიალი), 1959 (სოციალისტური ქვეყნების თამაშები), 1959 (სსრკ-აშშ გიგანტთა მატჩი), 1960 (ძმები ზნამენსკების მემორიალი), 1960 (სოციალისტური ქვეყნების თამაშები), 1961 (ძმები ზნამენსკების მემორიალი),  1961 (სოციალისტური ქვეყნების თამაშები), 1962 (ძმები ზნამენსკების მემორიალი), 1962 (სოციალისტური ქვეყნების თამაშები), 1963 (სოციალისტური ქვეყნების თამაშები)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1960
სპორტის რაინდი - 2010

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი - 2003
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი - 1998.05.21
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი
ვ.ი.ლენინის ორდენი (სსრკ) - 1960

*-1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე რობერტ შავლაყაძემ 3-ჯერ გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი. ფინალში ჯერ 212სმ დაძლია, შემდეგ 214სმ, ჩემპიონობა კი 216სმ-ზე გადებულ თამასაზე გადახტომით მოიპოვა. საერთო ჯამში ოლიმპიური რეკორდი ფინალში მან, ვიცე-ჩემპიონმა ვალერი ბრუმელმა (სსრკ), ბრინჯაოს მედალოსანმა ჯონ თომასმა (აშშ) და მეოთხე ადგილზე გასულმა ვიქტორ ბოლშოვმა (სსრკ) დაამყარეს/გაიმეორეს.
*-1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე V ადგილი დაიკავა. IV ადგილზე გასული სტიგ პეტერსონის (შვედეთი) მსგავსად, რობერტ შავლაყაძემაც 214სმ დაძლია, თუმცა მეტი ცდით.
*-1977-80 წლებში კონგოს მძლეოსანთა ნაკრებს წვრთნიდა.
*-1981-93 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე.
*-2003 წელს, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა რობერტ შავლაყაძეს საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა. ოლიმპიური ჩემპიონი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ფიზიკური კულტურის კათედრას.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „რობერტ შავლაყაძე“.

   

პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1964, კიევი, უკრაინა
მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1962, მოსკოვი, რუსეთი
მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1960, მოსკოვი, რუსეთი
მესამე ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1962, ბელგრადი, იუგოსლავია
პირველი ადგილი()
ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო