ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ნინო სალუქვაძე

დაბადების თარიღი 01/02/1969   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა სასტენდო და ტყვიის სროლა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მდედრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში
ტყვიის სროლა (პნევმატური (10მ) და სპორტული (25მ) პისტოლეტები)

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1988 (სეული; სპორტული)
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1988 (სეული; პნევმატური)
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი - 2008 (პეკინი; პნევმატური)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1986 (ზული, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა; სპორტული - გუნდური), 1987 (ბუდაპეშტი, უნგრეთი; პნევმატური - გუნდური), 1989 (სარაევო, იუგოსლავია; პნევმატური), 1990 (მოსკოვი, სსრკ; სპორტული - გუნდური), 1990 (მოსკოვი, სსრკ; პნევმატური - გუნდური), 1991 (სტავანგერი, ნორვეგია; პნევმატური - გუნდური)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1989 (სარაევო, იუგოსლავია; პნევმატური - გუნდური), 2002 (ლაჰტი, ფინეთი; პნევმატური)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1986 (ზული, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა; სპორტული)
ევროპის II თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი - 2019 (მინსკი, ბელარუსი; მიქსი - ცოტნე მაჭავარიანთან ერთად)
ევროპის ჩემპიონი - 1989 (ზაგრები, იუგოსლავია; სპორტული), 1990 (არნემი, ნიდერლანდები; პნევმატური), 1991 (მანჩესტერი, ინგლისი; პნევმატური - გუნდური), 1993 (ბრნო, ჩეხეთი; სპორტული)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1999 (ბორდო, საფრანგეთი; სპორტული), 2005 (ტალინი, ესტონეთი; პნევმატური), 2008 (ვინტერტური, შვეიცარია; პნევმატური), 2009 (პრაღა, ჩეხეთი; პნევმატური)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1993 (მანჩესტერი, ინგლისი; პნევმატური), 1996 (ბუდაპეშტი, უნგრეთი; პნევმატური), 2001 (პონტევედრა, ესპანეთი; პნევმატური), 2003 (პლზენი, ჩეხეთი; სპორტული)
მსოფლიოს სუპერთასი - 1989, 1990, 1993, 1999, 2005
საქართველოს ჩემპიონი - 2013 (პნევმატური), 2014 (პნევმატური), 2015 (პნევმატური), 2016 (პნევმატური), 2018 (პნევმატური; შერეული წყვილი, შვილთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად)
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი - 2017 (პნევმატური)
საქართველოს თასი - 2014 (პნევმატური)
სომხეთის ჩემპიონი - 2013 (პნევმატური)
შოთა ქველიაშვილის მემორიალი - 2013 (პნევმატური), 2014 (პნევმატური), 2015 (პნევმატური), 2016 (პნევმატური), 2017 (პნევმატური)
თბილისის თასი - 2014 (პნევმატური)
ერეკლე II თასი - 2017 (პნევმატური)

საქართველოს წლის სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი/ასოციაცია) - 1988, 1989, 1999
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1988
სპორტის რაინდი - 2016 (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო)

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 1999
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი - 1993, 2008
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი - 1999

*-1999 წელს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ნინო სალუქვაძე XX საუკუნის მე2 საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელდა და ვერცხლის პრიზი გადაეცა (ოქროს პრიზი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ერგო, ბრინჯაოსი - მძლეოსან ნინო დუმბაძეს, გარდაცვალების შემდეგ).
*-ნინო სალუქვაძე 9 ოლიმპიადაში მონაწილეობდა და ეს ყველა დროის საუკეთესო შედეგია ქალთა შორის.
*-ნინო სალუქვაძე პირველი ქართველია, რომელმაც ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი მოიგო. 2021 წელს, ტოკიოში მოგებული ვერცხლით, ეს შედეგი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა გაიმეორა (2012 - ოქრო, 2016 - ბრინჯაო).
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „ნინო სალუქვაძე“.
*-2012 წლიდან ნინო სალუქვაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია.
*-2015 წლის 27 ივლისს ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ ჩემპიონ გელა კეტაშვილთან და ზურაბ ზვიადაურთან, ასევე გინესის რეკორდსმენ თემურ დადიანთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდა: ჩირაღდანი თემურ დადიანისგან ჩაიბარა, შემდეგ კი ესტაფეტა ზურაბ ზვიადაურს გადაულოცა.
*-2017 წლის 15 მაისს თბილისში (ჭავჭავაძის 49ა) საზეიმოდ გაიხსნა ნინო სალუქვაძის სახელობის განახლებული ტირი.
*-ნინო სალუქვაძის მწვრთნელი გახლდათ მისი მამა, ასევე ტყვიის მსროლელი ვახტანგ სალუქვაძე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. ვახტანგ სალუქვაძემ არაერთხელ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული და რამდენჯერმე გახდა პირველობის და საკავშირო სპარტაკიადების პრიზიორი. 2016 წელს, 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ნინო სალუქვაძესთან ერთად მიანიჭა სპორტის რაინდის წოდება.
*-1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის მონაწილე (სპორტული პისტოლეტი - V, პნევმატური პისტოლეტი - X).
*-1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე (სპორტული პისტოლეტი - VII, პნევმატური პისტოლეტი - V).
*-2000 წელს სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე (სპორტული პისტოლეტი - XI, პნევმატური პისტოლეტი - XXV).
*-2004 წელს ათენის ოლიმპიადის მონაწილე (სპორტული პისტოლეტი - VIII, პნევმატური პისტოლეტი - X).
*-2008 წელს პეკინის ოლიმპიადის მონაწილე (სპორტული პისტოლეტი - XVI).
*-2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე (სპორტული პისტოლეტი - XV, პნევმატური პისტოლეტი - XXXIII). ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ნინო სალუქვაძე საქართველოს გუნდის მედროშე გახლდათ.
*-2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე (სპორტული პისტოლეტი - VI ადგილი, პნევმატური პისტოლეტი - XXXIV). რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ნინომ ვაჟთან, ასევე ტყვიის მსროლელ ცოტნე მაჭავარიანთან ერთად იასპარეზა. ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში ისინი პირველი დედა და ვაჟი არიან, რომლებმაც ერთ ოლიმპიადაზე მხარდამხარ იასპარეზეს.
*-2020 (2021) წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (სპორტული პისტოლეტი - XXV, პნევმატური პისტოლეტი - XXXI).

   

პირველი ადგილი()
სროლა - შოთა ქველიაშვილის მემორიალი 2014, თბილისი, საქართველო
მეორე ადგილი()
სროლა - მსოფლიო თასი 2014, ფორტი ბენინგი, ა.შ.შ
მესამე ადგილი()
სროლა - საერთაშორისო ტურნირი პნევმატური იარაღით სროლაში 2015, რუმინეთი
პირველი ადგილი()
სროლა - საერთაშორისო ტურნირი (შოთა ქველიაშვილის მემორიალი) 2015, თბილისი, საქართველო
პირველი ადგილი()
სროლა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი (შოთა ქველიაშვილის მემორიალი) 2016, თბილისი, საქართველო
მესამე ადგილი()
ევროპული თამაშები 2019, მინსკი, ბელარუსი
მეორე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2009, პრაღა, ჩეხეთი
მეორე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2008, ვინტერტური, შვეიცარია
მეორე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2005, ტალინი, ესტონეთი
მესამე ადგილი()
სროლა - ევროპის ჩემპიონატი 2003, პლზენი, ჩეხეთი
მესამე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2001, პონტევედრა, ესპანეთი
მეორე ადგილი()
სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1999, ბორდო, საფრანგეთი
მესამე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1996, ბუდაპეშტი, უნგრეთი
პირველი ადგილი()
სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1993, ბრნო, ჩეხეთი
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1991, მანჩესტერი, ინგლისი
მესამე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1991, მანჩესტერი, ინგლისი
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1991, მანჩესტერი, ინგლისი
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1990, არნემი, ნიდერლანდები
პირველი ადგილი()
სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1989, ზაგრები, იუგოსლავია
მეორე ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 2002, ლახტი, ფინეთი
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1991, სტავანგერი, ნორვეგია
პირველი ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1990, მოსკოვი, სსრკ
პირველი ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1990, მოსკოვი, სსრკ
მეორე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1989, სარაევო, იუგოსლავია
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1989, სარაევო, იუგოსლავია
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1987, ბუდაპეშტი, უნგრეთი
მესამე ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 1986, ზული, გდრ
პირველი ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 1986, ზული, გდრ
მესამე ადგილი()
ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი
მეორე ადგილი()
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
პირველი ადგილი()
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო