ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ვიქტორ სანეევი

დაბადების თარიღი 03/10/1945   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა მძლეოსნობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი აფხაზეთი
ქალაქი სოხუმი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში. გარდაიცვალა 2022 წლის 3 იანვარს, სიდნეიში (ავსტრალია)
მძლეოსნობა (სამხტომი)

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1968 (მეხიკო; 17.39მ - მსოფლიო რეკორდი), 1972 (მიუნხენი; 17.35მ), 1976 (მონრეალი; 17.29მ)
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1980 (მოსკოვი; 17.24მ)
ევროპის ჩემპიონი - 1969 (პირეოსი, საბერძნეთი; 17.34მ), 1974 (რომი, იტალია; 17.23მ)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1971 (ჰელსინკი, ფინეთი; 17.10მ), 1978 (პრაღა, ჩეხოსლოვაკია; 16.93მ)
ევროპის ჩემპიონი (ჭერქვეშა) - 1970 (ვენა, ავსტრია; 16.95მ), 1971 (სოფია, ბულგარეთი; 16.83მ), 1972 (გრენობლი, საფრანგეთი; 16.97მ), 1975 (კატოვიცე, პოლონეთი; 17.01მ), 1976 (მიუნხენი, გფრ; 17.10მ), 1977 (სან სებასტიანი, ესპანეთი; 16.65მ)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი (ჭერქვეშა) - 1968 (მადრიდი, ესპანეთი; 16.69მ)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი - 1970
ევროპის თასი - 1970, 1973, 1974, 1975
სსრკ ჩემპიონი - 1968, 1969, 1970, 1971, 1973, 1974, 1975, 1978
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1967
სსრკ ხალხთა V და VI სპარტაკიადის ჩემპიონი - 1971, 1975

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 1999
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1968, 1972, 1976
სსრკ საუკეთესო სპორტსმენი (სსრკ სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია) - 1968

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1968
სპორტის რაინდი - 2005

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 1999
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი - 1998.05.21
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვერცხლის მედალი - 1982
მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედალი - 2005
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003
ვ.ი.ლენინის ორდენი (სსრკ) - 1972
ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (სსრკ) - 1980
შრომის წითელი დროშის ორდენი (სსრკ) - 1969
ხალხთა მეგობრობის ორდენი (სსრკ) - 1976

*-ერთადერთი სამმხტომელია, რომელმაც მძლეოსნობის ამ ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.
*-3ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი და სამივე შემთხვევაში ერთსა და იმავე დღეს, 17 ოქტომბერს. 1968 წელს, მეხიკოში, ოლიმპიადაზე ჯერ 17.23სმზე გადახტა, შემდეგ კი გააუმჯობესა მიღწევა და ჩემპიონიც გახდა 17.39სმით. 1972 წლის 17 ოქტომბერს კი სოხუმში დაამყარა მსოფლიო რეკორდი - 17.44სმ საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში.
*-საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში მამაკაცთა შორის XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა სპეციალური ჯილდო მას 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის დღეებში გადასცა, სადაც სანეევი საქართველოს ოლიმპიური გუნდის ატაშე გახლდათ,
*-ვიქტორ სანეევი პირველი სპორტსმენია საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა.
*-5ჯერ დაასრულა საშეჯიბრო სეზონი საუკეთესო შედეგით. ეს მიღწევა მოგვიანებით ჯონათან ედვარდსმა (დიდი ბრიტანეთი) და ამერიკელმა ქრისტიან ტეილორმა გაიმეორეს.
ვიქტორ სანეევის შედეგები: 1968 - 17.39სმ (მეხიკო; ოლიმპიადა); 1969 - 16.94სმ (ათენი; ევროპის ჩემპიონატი); 1970 - 17.34სმ (სოხუმი; სსრკ ჩემპიონატი); 1972 - 17.44სმ (სოხუმი); 1974 - 17.23სმ (რომი; ევროპის ჩემპიონატი).
*-1968 წლის 17 ოქტომბერს, მეხიკოს ოლიმპიადაზე, სამმხტომელთა ფინალში 4ჯერ გაუმჯობესდა მსოფლიო რეკორდი, აქედან 2ჯერ ვიქტორ სანეევის მიერ.
*-1980 წელს, მოსკოვში, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ვიქტორ სანეევს ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი ხვდა წილად. იშვიათი გამონაკლისის გარდა მოქმედი სპორტსმენები ასეთი პატივით არ სარგებლობენ. სანეევი ერთადერთი სპორტსმენია საქართველოდან, რომელსაც ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობის პატივი მიაგეს.
*-1992 წლიდან ავსტრალიაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.
*-2005 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა პაატა ნაცვლიშვილის წიგნი „ვიქტორ სანეევი“.
*-2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის დღეებში, ქალაქის მეტროს სადგურთა დასახელება დროებით ყველა დროის უძლიერესი სპორტსმენების სახელებით და გვარებით შეიცვალა. ერთ-ერთ სადგურს ვიქტორ სანეევის სახელი ეწოდა.
*-2013 წლის 16 ნოემბრიდან მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის - IAAF - დიდების დარბაზის წევრია.
*-ოჯახის გადაწყვეტილებით, ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაიკრძალა.

   

პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1978, თბილისი, საქართველო
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი დარბაზში 1976, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1974, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1973, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი დარბაზში 1973, მოსკოვი, რუსეთი
მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1972, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი დარბაზში 1972, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი დარბაზში 1971, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1970, მინსკი, ბელარუსი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1969, კიევი, უკრაინა
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1968, სევანის ტბა; გიუმრი; წახკაძორი, სომხეთი
მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1971, ჰელსინკი ფინეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1976, მიუნხენი, გფრ
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1975, კატოვიცე, პოლონეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1972, გრენობლი, საფრანგეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1971, სოფია, ბულგარეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1970, ვენა, ავსტრია
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1974, რომი, იტალია
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1969, ათენი, საბერძნეთი
მეორე ადგილი()
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
პირველი ადგილი()
ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა
პირველი ადგილი()
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
პირველი ადგილი()
ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო