ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ქეთევან ლოსაბერიძე

დაბადების თარიღი 01/08/1949   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა მშვილდოსნობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი ტყიბული
წონა
სქესი მდედრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1949 წლის 1 აგვისტოს, სოფელ ლეყერეთში, ტყიბულის რაიონი. გარდაიცვალა 2022 წლის 23 იანვარს თბილისში
მშვილდოსანი

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1980 (მოსკოვი; 2491 ქულა)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1973 (გუნდი; გრენობლი, საფრანგეთი), 1981 (გუნდი; პუნტა ალა, იტალია
ევროპის ჩემპიონი - 1972 (ვალფერდანჟი, ლუქსემბურგი), 1972 (გუნდი; ვალფერდანჟი, ლუქსემბურგი), 1978 (გუნდი; სტოუნლეიჯი, ინგლისი), 1980 (გუნდი; კომპიენი, საფრანგეთი)
სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1979
სსრკ ჩემპიონი - 1973, 1979
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1971, 1972, 1974, 1975, 1981
სსრკ თასი - 1972, 1978
საერთასორისო ტურნირების ჩემპიონი - 1975 (მილანი, იტალია), 1976 (ლოძი, პოლონეთი), 1978 (კიოლნი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1980 (მილანი, იტალია), 1981 (ლვოვი, სსრკ)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1980

სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1971
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1980

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003
ხალხთა მეგობრობის ორდენი (სსრკ)

*-1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადა IV ადგილზე დაასრულა (2402 ქულა).
*-1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედლით (2491 ქულა) ქეთევან ლოსაბერიძე პირველი საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მშვილდოსნობაში. ის დღემდე ერთადერთი ევროპელი ოლიმპიური ჩემპიონი ქალია სპორტის ამ სახეობაში.
*-1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენთა გამოსავლენ რეფერენდუმში ქეთევან ლოსაბერიძე ქალთა შორის მეოთხე ნომრად დასახელდა ნონა გაფრინდაშვილის (ჭადრაკი), ნინო სალუქვაძის (ტყვიის სროლა) და ნინო დუმბაძის (მძლეოსნობა, ბადროს ტყორცნა) შემდეგ.
*-2002-2005 წლებში საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.
*-2011 წელს სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ავთანდილ გურასაშვილის წიგნი „ქეთევან ლოსაბერიძე“.

   

პირველი ადგილი()
მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1980, კომპიენი, საფრანგეთი
პირველი ადგილი()
მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1978, სტოუნლეიგი, დიდი ბრიტანეთი
პირველი ადგილი()
მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1972, ვალფერდანჟი, ლიუქსემბურგი
პირველი ადგილი()
მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1972, ვალფერდანჟი, ლიუქსემბურგი
პირველი ადგილი()
მშვილდოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1981, პუნტა-ალა, იტალია
პირველი ადგილი()
მშვილდოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1973, გრენობლი, საფრანგეთი
პირველი ადგილი()
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო