ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ირაკლი ცირეკიძე

დაბადების თარიღი 03/05/1982   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ძიუდო
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი ქუთაისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1982 წლის 3 მაისს ქუთაისში
ძიუდო (90კგ, 100კგ)

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 2008 (90კგ; პეკინი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2006 (გუნდი; პარიზი, საფრანგეთი), 2007 (90კგ; რიო დე ჟანეირო, ბრაზილია), 2008 (გუნდი; ტოკიო, იაპონია)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2011 (100კგ; პარიზი, საფრანგეთი)
ევროპის ჩემპიონი - 2007 (გუნდური; მინსკი, ბელარუსი)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2007 (90კგ; ბელგრადი, სერბეთი და მონტენეგრო)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2008 (90კგ; ლისაბონი, პორტუგალია), 2011 (100კგ; სტამბოლი, თურქეთი)
გრანდ სლემი - 2012 (100კგ; რიო დე ჟანეირო, ბრაზილია)
გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორი - 2010 (100კგ; პარიზი, საფრანგეთი), 2011 (100კგ; ტოკიო, იაპონია)
გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი - 2009 (100კგ; ჰამბურგი, გერმანია)
მსოფლიო თასი - 2006 (90კგ; თბილისი), 2006 (90კგ; ლისაბონი, პორტუგალია), 2007 (90კგ; ვარშავა, პოლონეთი), 2008 (90კგ; პრაღა, ჩეხეთი), 2010 (100კგ; მადრიდი, ესპანეთი)
მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი - 2005 (90კგ; თბილისი), 2007 (90კგ; თბილისი), 2008 (90კგ; თბილისი)
მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი - 2005 (90კგ; პრაღა, ჩეხეთი), 2006 (90კგ; პრაღა, ჩეხეთი), 2006 (100კგ; ბაქო, აზერბაიჯანი), 2007 (90კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 2005 (100კგ; სტამბოლი, თურქეთი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 2006 (90კგ; ტოკიო, იაპონია), 2009 (100კგ; ზინდელფინგენი, გერმანია)
საქართველოს ჩემპიონი - 2006 (90კგ; თბილისი)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2008
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) - 2008
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო) - 2008

სხვა ჯილდოები:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი - 2008

*-ირაკლი ცირეკიძის შედეგები 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე:
1/8: ჰეშამ მესბა (ეგვიპტე) - მოგება
1/4: ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) - მოგება
1/2: ივან პერშინი (რუსეთი) - მოგება
ფინალი: ამარ ბენიხლეფი (ალჟირი) - მოგება

*-2007 წლის 13-16 სექტემბერს რიო დე ჟანეირომ ძიუდოს XXV მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ირაკლი ცირეკიძემ ასპარეზობა 1/32-ფინალში დაიწყო და ზედიზედ დაამარცხა კრშიშტოფ ვეგლარცი (პოლონეთი), ჩოი სუნ ო (სამხრეთი კორეა), ბატბაიარ არიუნ-ერდენე (მონღოლეთი), ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) და რობერტო მელონი (იტალია), ხოლო ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისს (ჯარჯი ზვიადაური) სძლია.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ზურაბ უსუფაშვილის წიგნი „ირაკლი ცირეკიძე“.
*-2011 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოკითხვის საფუძველზე, ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
*-2012 წლის ევროპის ჩემპიონატის (ჩელიაბინსკი) შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) და მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) ირაკლი ცირეკიძე 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს აკრძალული პრეპარატის მიღების გამო. პრეპარატის სახელწოდება არ გამოქვეყნებულა. ამავდროულად, ცირეკიძეს ჩამოერთვა 2011 წელს ტოკიოს საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, IJF-ის მსოფლიო რეიტინგში კი 120 ქულა დააკლდა.
*-2012 წლის შემოდგომით, ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, ეროვნული გუნდის მწვრთნელის თანამდებობაზე ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი შეცვალა. ცირეკიძის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 28 ოქტომბერს ბრაზილიაში, ქალაქ სალვადორ დე ბაიაში გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო.
*-2016 წლის შემოდგომით, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ, ირაკლი ცირეკიძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ირაკლი უზნაძე შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით საქართველომ 2017 წელს ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო (23 აპრილი; პოლონეთი, ვარშავა), თუმცა უმედლოდ დასრულებული ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ ცირეკიძე გადადგა.

   

პირველი ადგილი(100კგ)
ძიუდო - გრანდ სლემი რიო დე ჟანეირო 2012, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
მესამე ადგილი(100კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2011, სტამბოლი, თურქეთი
მესამე ადგილი(90კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2008, ლისაბონი, პორტუგალია
მეორე ადგილი(90კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2007, ბელგრადი, სერბეთი
მესამე ადგილი(100კგ)
ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 2011, პარიზი, საფრანგეთი
პირველი ადგილი(90კგ)
ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 2007, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
პირველი ადგილი(90კგ)
ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო