ქართული
სპორტი
სპორტსმენები

მაია აზარაშვილი

დაბადების თარიღი 06/04/1964   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა მძლეოსნობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მდედრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1964 წლის 6 აპრილს თბილისში
მძლეოსნობა (სპრინტი, 200მ)

ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1988 (4X100 ესტაფეტა; სეული)
სსრკ ჩემპიონი - 1986
სსრკ თასი - 1988 (კიევი)
კეთილი ნების თამაშების ვიცე-ჩემპიონი - 1986 (200მ)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1988
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2014

1996 წელს ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე (ვერ მოხვდა ფინალში).

*-1988 წელს, კიევში გამართულ საკავშირო თასის გათამაშებაში 100 მეტრი 11.08 წამში (14 აგვისტო), ხოლო 200 მეტრი 22.24 წამში (16 აგვისტო) დაფარა. ორივე ეს შედეგი დღემდე საქართველოს რეკორდია.
*-1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე 200 მეტრზე სპრინტშიც იასპარეზა, სადაც ფინალში VII ადგილი დაიკავა.
*-1988 წელს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ - IAAF - სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ორდენით დააჯილდოვა.

   

მესამე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1988, ტალინი, ესტონეთი; კიევი, უკრაინა
მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი დარბაზში 1987, პენზა, რუსეთი
მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1985, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
მესამე ადგილი()
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო