ქართული
სპორტი
სპორტსმენები

გიორგი ეგნატაშვილი

დაბადების თარიღი 12/03/1885   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა სპორტული ტანვარჯიში
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ტანმოვარჯიშე, პედაგოგი და მოღვაწე, ქართული ტანვარჯიშული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისდევდა ჭიდაობას, მძლეოსნობას, ცურვას, 1903 წლიდან _ ტანვარჯიშს. 1907 წელს მონაწილეობდა საზოგადოება `სოკოლის~ პრაღის საერთაშორისო ტურნირში (მოფრენი) და საქართველოს გუნდთან ერთად III ჯგუფში II ადგილი დაიკავა. სწავლობდა პრაღის `სოკოლის~ ტანვარჯიშის უმაღლეს კურსებზე (1909-10), მიიღო ტანვარჯიშის მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია. 1912 წელს, როგორც ოსტატი ტანმოვარჯიშე და რუსეთის გუნდის ხელმძღვანელი, კვლავ მიიწვიეს პრაღაში, `სოკოლის~ მორიგ ტურნირზე (პირველი გუნდური ადგილი III ჯგუფში). 1918 წელს აირჩიეს თბილისის&ნბსპ; `სოკოლის~ უფროსად, იმავე წელს _ ახალდაარსებული `შევარდენის~ კავშირის ვარჯიშის თავად. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის დაწყებითი სკოლების ტანვარჯიშის ინსტრუქტორად, განათლების სამინისტროს ფიზიკური აღზრდის კაბინეტის გამგედ, ხელმძღვანელობდა ფიზკულტურის ინსტიტუტის ტანვარჯიშის კათედრას და ტანვარჯიშის ცენტრალურ სკოლას, შეადგინა სპორტულ ვარჯიშთა პირველი კლასიფიკაცია (1922), აღზარდა არაერთი სახელოვანი სპორტსმენი. ერთ-ერთ პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება (1936), იყო საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1945), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1954).

გიორგი ეგნატაშვილის სახელი მიენიჭა თბილისის ბავშვთა ცენტრალურ სატანვარჯიშო სკოლას (1967) და შევარდენელთა სპორტულ დარბაზს (1990).

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო