ქართული
სპორტი
სპორტსმენები

გივი ნოდია

დაბადების თარიღი 02/01/1948   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი ქუთაისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

თამაშობდა ქუთაისის `ტორპედოში~ (1965-66), თბილისის `დინამოში~ (1967-75), მოსკოვის `ლოკომოტივში~ (1976-78). სსრკ ნაკრებში ითამაშა 22 მატჩი (5 გოლი). მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1972), ევროპის იუნიორთა ტურნირში გამარჯვებული (1966). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 314 მატჩი (93 გოლი). სსრკჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967, 69, 71, 72), სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1970), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1970). გრიგორი ფედოტოვის სახელობის `ასიანთა კლუბის~ წევრი (113 გოლი). იყო ქუთაისის `ტორპედოს~ (1982, 1984-86), რუსთავის `გორდას~ (1988-92), თბილისის `დინამოს~ (1993-94, 2001), სანქტ-პეტერბურგის `ლოკომოტივის~ (რუსეთი, 1995-99) და თბილისის `ლოკომოტივის~ (2001) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის `დინამო~ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1993,94) და ასევე ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი (1993-94). ღირსების ორდენის კავალერი.

   

მეორე ადგილი()
ფეხბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1972, ბელგია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო