ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე

დაბადების თარიღი 03/08/1922   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი აფხაზეთი
ქალაქი სოხუმი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

თავდამსხმელი
1939 - სოხუმის „პიშჩევიკი“
1940-1941 - სოხუმის „დინამო“
1943-1961 - თბილისის „დინამო“

ტიტულები:
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1951, 1953
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1946, 1947, 1950, 1959
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1956

სსრკ ჩემპიონატის ბომბარდირი - 1951 (16 გოლი), 1953 (14 გოლი; მოსკოვის სპარტაკელ ნიკიტა სიმონიანთან ერთად)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1951
სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 8-ჯერ მოხვდა: #1 - 1951, 1954; #2 - 1950, 1952, 1953, 1955, 1959; #3 - 1956

სსრკ ნაკრებში: 3 მატჩი, 1 გოლი (1952-1954)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 2 მატჩი (1952-1959)

სხვა ჯილდოები:
სსრკ შრომის წითელი დროშის ორდენი - 1957
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

*-თბილისის „დინამოს“ რეკორდსმენი სსრკ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების (341) და გატანილი გოლების (127) მიხედვით
*-გრიგორი ფედოტოვის სახელობის „ასიანთა კლუბის“ წევრი - 143 გოლი (მეორე შედეგი ქართველ ფეხბურთელთა შორის რამაზ შენგელიას (161) შემდეგ)
*-1961-1962 წლებში იყო თბილისის „დინამო“, 1966-1967 წლებში კი თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი. 1963-1965 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი
*-1963 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირმა გამოსცა ავთანდილ ღოღობერიძის მოგონებების წიგნი „ბურთით ცხრა მთას იქით“ (ტირაჟი: 15 ათასი; რედაქტორი: გარუნ აკოფოვი)
*-1967 წელს მომხდარი ავტოკატასტროფის შემდეგ გარდაცვალებამდე საწოლს იყო მიჯაჭვული
*-საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 1990 და 1991 წლებში ორჯერ გათამაშდა ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის თასი, რომელშიც საქართველოს ეროვნული, ასაკობრივი და სეზონის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. 1990 წლის გათამაშება უმაღლესი ჯგუფის ნაკრებმა მოიგო, 1991 წელს კი ეროვნულმა ნაკრებმა გაიმარჯვა
*-1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა
*-2004 წელს, ფიფა-ს საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ გამოსცა 4-მარკიანი სერია. ერთ-ერთზე, 30 თეთრის ღირებულების მარკაზე ავთანდილ ღოღობერიძეა გამოსახული
*-საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელი ცენტრი თბილისში, დიღმის დასახლებაში მისი სახელობისაა

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო