ქართული
სპორტი
სპორტსმენები

რამაზ შენგელია

დაბადების თარიღი 01/01/1957   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი ქუთაისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ფეხბურთელი, თავდამსხმელი
დაიბადა 1957 წლის 1 იანვარს ქუთაისში. გარდაიცვალა 2012 წლის 21 ივნისს თბილისში

კარიერა:
1973-1976 - ქუთაისის ტორპედო
1977-1988 - თბილისის დინამო
1989 - ესტერსი (შვედეთი)
1989 - ჰოლმსუნდი (შვედეთი)

ტიტულები:
თასების მფლობელთა თასი (უეფა) - 1981
ევროპის ჩემპიონი (21-წლამდელები) - 1980
სსრკ ჩემპიონი - 1978
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1977
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1981
სსრკ თასი - 1979
სსრკ თასის ფინალისტი - 1980
სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1979
სსრკ საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი ფუტბოლი) - 1978, 1981
სსრკ ჩემპიონატის ბომბარდირი - 1981 (23 გოლი)
თასების მფლობელთა თასის ბომბარდირი - 1981-1982 (6 გოლი)
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბომბარდირი - 1980 (3 გოლი)

სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2011
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1981
სსრკ საუკეთესო სპორტსმენი, III ადგილი (გაზეთი სავეცკი სპორტი) - 1981
სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1980
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1981

*- საბჭოთა ფეხბურთის ბომბარდირთა სიმბოლური კლუბის, „გრიგორი ფედოტოვის ასიანთა კლუბის“ წევრი 161 გოლით (საუკეთესო შედეგი ქართველთა შორის). 161 გოლიდან 120 შენგელიამ საკავშირო ჩემპიონატებში გაიტანა, 12 - საკავშირო თასის გათამაშებაში, 19 - ევროპის საკლუბო ტურნირებში, ხოლო 10 საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

*- ერთადერთი ქართველი, რომელიც ორჯერ დაასახელეს საბჭოეთის საუკეთესო მოთამაშედ - 1978 და 1981 წლებში.

*- ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ რეფერენდუმში ქართველებიდან ყველაზე მაღალი ადგილი რამაზ შენგელიამ დაიკავა. ევროპის საუკეთესო მოთამაშეთა ჩამონათვალში, 1981 წლის შედეგებით, ის მე-7 ადგილზე გავიდა (დინამოს კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე იმავე წელს მე-8 იყო).

*- ერთადერთი ქართველი, რომელმაც ევროპის საკლუბო ტურნირის ბომბარდირის წოდება მოიპოვა! 1981-1982 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში 6 გოლი შეაგდო. 1977-1987 წლებში ევროთასებზე გატანილი 19 ბურთით ის დინამოს საუკეთესო ევრომეგოლეა.

*- ერთადერთი ქართველი, რომელიც ევროპის ახალგაზრდული (21-წლამდელთა) ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 1980 წელს 3 გოლით. ის ტურნირი საკავშირო ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. იმ ჩემპიონატის ოქროს მედალი, დინამოს მაისურთან ერთად, ოჯახმა 2014 წელს ქართული სპორტის მუზეუმს უსახსოვრა.

*- საბჭოთა კავშირის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ქართველთა შორის - 10 ბურთი 28 თამაშში (ასევე 10 გოლი გაიტანა სლავა მეტრეველმა, თუმცა 49 მატჩში). ამ 10 გოლიდან 1 შენგელიამ მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე გაიტანა, შოტლანდიელთა კარში. იმავე ტურნირზე მან ბრაზილიის ნაკრების კარიც დალაშქრა, თუმცა ის ბურთი არ ჩაითვალა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ნაკრების ყველა, ხუთივე შეხვედრაში ითამაშა.

*-საბჭოთა კავშირის ნაკრებში პირველად 1979 წლის 28 მარტს ითამაშა, ბულგარეთთან 3:1 მოგებულ თამაშში და დებიუტი გოლით აღნიშნა.

*- სლავა მეტრეველის (1964) და მურთაზ ხურცილავას (1967) შემდეგ, რამაზ შენგელია მესამე და ბოლო ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მოიპოვა. 1981 წლის რეფერენდუმში მან მაია ჩიბურდანიძეს (ჭადრაკი) და თამაზ იმნაიშვილს (სასტენდო სროლა) აჯობა. იმავე წელს შენგელია „სავეცკი სპორტმა“ საბჭოთა კავშირის მესამე საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.

*- 1998 წელს, გაზეთ სარბიელის ინიციატივით, გულშემატკივრებმა XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები, მწვრთნელები და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. რამაზ შენგელია საუკუნის მოთამაშეთა შორის IX ადგილზე გავიდა.

*- 2011 წლის 17 მაისს, თბილისის დინამოს მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დინამოს სამწვრთნელო შტაბს და სრულ შემადგენლობას, მათ შორის რამაზ შენგელიას, ქართული სპორტის უმაღლესი წოდება მიანიჭა - სპორტის რაინდი.

*- ქუთაისის მთავარი სტადიონი 2015 წლიდან რამაზ შენგელიას სახელობისაა.

*- მის შესახებ ორი წიგნია გამოცემული: მინდია მოსაშვილის „#1 ფეხბურთელი“ (1979) და წერილების კრებული „რამაზ შენგელია“ (2014; შემდგენელი ლაშა გოდუაძე).

   

პირველი ადგილი()
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო