ბიოგრაფია:
სსრკ სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში
სასიმაღლო (1955, სტალინის პიკი)
და ტექნიკურ კლასებში (1956, ტიუტუ-ბაში; 1964, უშბა ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლით).
მეკლდეურობაში სსრკ ჩემპიონატებისა და პროფკავშირების შვიდგზის (1952, 60, 62, 64, 65 - აბსოლუტური, 66, 67) ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი.
დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების ურთულესი მწვერვალები.
ინგლისში მიანიჭეს ”კლდის ვეფხვის” წოდება (1960)
მისი სახელი მიენიჭა მწვერვალებს კავკასიონსა და პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე,
ვრაჩანის მასივის ერთ-ერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში,
კლდეს იაილის მასივზე ყირიმში,
ახალგაზრდულ კლუბ 'ბეთქილს"
საშუალო სკოლას და ერთ-ერთ ქუჩას მესტიაში,
მცირე პლანეტას ასტეროიდების რგოლში მარსი-იუპიტერის ორბიტაზე.
დაწესებულია მიხეილ ხერგიანის ყოველწლიური მემორიალი მეკლდეურობაში (1967)
მესტიაში გახსნილია მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი,
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
|