ქართული
სპორტი
სპორტსმენები

გივი ახვლედიანი

დაბადების თარიღი 17/07/1918   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფრენბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1918 წლის 17 ივლისს თბილისში. გარდაიცვალა 2003 წლის 29 აგვისტოს მოსკოვში (რუსეთი)
ფრენბურთი
1938-51 წლებში თბილისის ნაუკას და ლოკომოტივის, 1952 წელს მოსკოვის ვვოს, 1953-55 წლებში მოსკოვის ცდსა/ცსკ მოს, 1951-54 წლებში სსრკ ნაკრების წევრი (თავდამსხმელი)

ტიტულები:
მსოფლიოს ჩემპიონი
- 1952 (მოსკოვი, სსრკ)
ევროპის ჩემპიონი - 1951 (პარიზი, საფრანგეთი)
სსრკ ჩემპიონი - 1952, 1953, 1954, 1955
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1938
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1940
სსრკ ჩემპიონი (კალათბურთი) - 1946

სსრკ სპორტის ოსტატი - 1938
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1951

სამწვრთნელო ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი -
1968 (მეხიკო; ქალები), 1972 (მიუნხენი; ქალები)
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1976 (მონრეალი; ქალები)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1960 (რიო დე ჟანეირო, ბრაზილია; ვაჟები), 1962 (მოსკოვი, სსრკ; ვაჟები), 1970 (ვარნა, ბულგარეთი; ქალები)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1974 (გვადალახარა, მექსიკა; ქალები)
ევროპის ჩემპიონი - 1967 (სტამბოლი, თურქეთი; ქალები), 1971 (რეჯო ემილია, იტალია; ქალები), 1975 (ბელგრადი, იუგოსლავია; ქალები)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1963 (ბუქარესტი, რუმინეთი; ვაჟები)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი - 1973 (მოსკოვი, სსრკ; ქალები)
მსოფლიო თასი - 1973 (ურუგვაი; ქალები)
ევროპის ჩემპიონთა თასი - 1960 (ვაჟები), 1962 (ვაჟები), 1968 (ქალები), 1969 (ქალები), 1970 (ქალები), 1971 (ქალები), 1972 (ქალები), 1974 (ქალები), 1975 (ქალები)
სსრკ ხალხთა III და V სპარტაკიადის ჩემპიონი - 1963 (ვაჟები), 1971 (ქალები)
სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1967 (ვაჟები)
სსრკ ჩემპიონი - 1958 (ვაჟები), 1960 (ვაჟები), 1961 (ვაჟები), 1962 (ვაჟები), 1965 (ვაჟები), 1966 (ვაჟები), 1970 (ქალები), 1971 (ქალები), 1972 (ქალები), 1973 (ქალები), 1975 (ქალები), 1977 (ქალები)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1974 (ქალები)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1969 (ქალები), 1978 (ქალები), 1979 (ქალები)

სსრკ დამსახურებული მწვრთნელი - 1960

სხვა ჯილდოები:
შრომის წითელი დროშის ორდენი (სსრკ)
ღირსების ორდენი (სსრკ)
ხალხთა მეგობრობის ორდენი (სსრკ)
მეგობრობის ორდენი (რუსეთი)
მედალი საბრძოლო დამსახურებებისთვის (სსრკ; II მსოფლიო ომი)
მედალი მამაცობისთვის (სსრკ; II მსოფლიო ომი)

*-სამი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, 1937 წელს კი მისი მამა, ალექსანდრე ახვლედიანი დახვრიტეს ხალხის მტრის ბრალდებით.
*-1946 წელს თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა კალათბურთში. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1944 წელს ორჯონიკიძესთან მძიმედ დაჭრილი, ის სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა ამ გუნდში.
*-1949 წელს საკავშირო ნაკრების მწვრთნელებმა გრიგორი ბერლიანდმა და ნიკოლაი ბენდეროვმა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატისთვის გუნდში უხმეს. გივი ახვლედიანი იმხანად თბილისის უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა საკავშირო ტურნირებში ფრენბურთსა და კალათბურთში. იმის გამო, რომ ის ხალხის მტრის შვილად ითვლებოდა, ნაკრებში ასპარეზობის უფლება არ მისცეს.
*-1955-57 წლებში მოსკოვის ცსკ მოს ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი.
*-1958-66 წლებში მოსკოვის ცსკ მოს/ცსკას მთავარი მწვრთნელი.
*-1958-63 წლებში სსრკ ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
*-1967-76 წლებში სსრკ ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
*-1969-80 წლებში მოსკოვის დინამოს ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი.
*-2000 წელს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ - FIVB - გივი ახვლედიანი კუბელ ეუხენიო ხორხესთან ერთად ქალთა ფრენბურთში XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა.
*-2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰოლიოკში მდებარე ფრენბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა.
*-2004 წლიდან მისი სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტარდება ქალთა გუნდებს შორის.
*-2009 წელს ქალთა შორის რუსეთის თასის გათამაშებას გივი ახვლედიანის სახელი მიენიჭა.

   

პირველი ადგილი()
ფრენბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1951, პარიზი, საფრანგეთი
პირველი ადგილი()
ფრენბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 1952, მოსკოვი, სსრკ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო