ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ომარ ფხაკაძე

დაბადების თარიღი 12/08/1944   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ველოსპორტი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი ქუთაისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1944 წლის 12 აგვისტოს ქუთაისში. გარდაიცვალა 1993 წლის 21 მაისს თბილისში
ველოსპორტი (სპრინტი)

ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1972 (მიუნხენი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1965 (სან-სებასტიანი, ესპანეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1969 (ბრნო, ჩეხოსლოვაკია)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1966 (ფრანკფურტი, გფრ)
სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი - 1963
სსრკ ჩემპიონი - 1963, 1964, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1971, 1972, 1973
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1965 (ჰიტი, 1 000მ ადგილიდან), 1967 (ჰიტი, 1 000მ ადგილიდან)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1968 (ჰიტი, 1 000მ სვლით)
სსრკ თასი - 1963, 1964, 1965, 1969
საერთასორისო ტურნირების ჩემპიონი - 1965 (გდრის გრან პრი), 1966 (ამსტერდამის გრან პრი, ნიდერლანდები), 1966 (გდრის გრან პრი), 1967 (ტულის გრან პრი), 1967 (კოპენჰაგენის გრან პრი, დანია), 1967 (გდრის გრან პრი), 1968 (ტულის გრან პრი), 1969 (ტულის გრან პრი), 1971 (კოპენჰაგენის გრან პრი, დანია), 1971 (ტულის გრან პრი), 1973 (ტულის გრან პრი)

სსრკ საუკეთესო სპორტსმენი - 1965
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1965

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1965

სსრკ სპორტის დამსახურებული მწვრთნელი

*-1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე - 1/4ფინალი (გამოდევნება).
*-1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადის მონაწილე - IV ადგილი (სპრინტი).

*-პირველი საბჭოთა ველომრბოლი, რომელმაც ტრეკზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (1965).
*-პირველი საბჭოთა ველომრბოლი, რომელმაც ტრეკზე ოლიმპიური მედალი მოიპოვა (1968).
*-1965 წელს საბჭოთა კავშირის წლის სპორტსმენად აღიარეს. ომარ ფხაკაძე პირველი და ერთადერთი ქართველი ათლეტია, რომელმაც ეს წოდება მოიპოვა.
*-1965 წელს ველოსპორტის საერთაშორისო კავშირმა (UCI) მსოფლიოს საუკეთესო ველომრბოლად დაასახელა.
*-1967 წელს 2ჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი ჰიტში (200 მეტრი სვლით) – 10,69წმ და 10,61წმ.
*-1978-84 წლებში წვრთნიდა ველომრბოლთა საკავშირო ნაკრებს.
*-1986-93 წლებში იყო საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი.
*-1987 წელს ერთ-ერთი მთავარი როლი (ხარება) შეასრულა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში ხარება და გოგია. ამავე ფილმში მეორე მთავარ როლში ითამაშა კიდევ ერთმა სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენმა, თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლევან თედიაშვილმა (გოგია).
*-თბილისის ცენტრალური ველოდრომი (უნივერსიტეტის ქუჩაზე), რომელიც დღეს აღარ არსებობს, ომარ ფხაკაძის სახელობის იყო.

   

პირველი ადგილი()
ველოსპორტი - ტრეკზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატი 1965, სან-სებასტიანი, ესპანეთი
მესამე ადგილი()
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
მესამე ადგილი()
ველოსპორტი - ტრეკზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატი 1966, მაინის ფრანფკფურტი, გფრ
მეორე ადგილი()
ველოსპორტი - ტრეკზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატი 1969, ბრნო, ჩეხოსლოვაკია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო