ქართული
სპორტი
სპორტსმენები

შოთა ლომიძე

დაბადების თარიღი 20/01/1936   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი წყალტუბო
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1936 წლის 20 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში. გარდაიცვალა იქვე 1993 წლის 20 ოქტომბერს
თავისუფალი ჭიდაობა; 87კგ, 97კგ, 100კგ, +100კგ

ტიტულები:
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1968 (97კგ; მეხიკო)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1969 (100კგ; მარ დელ პლატა, არგენტინა), 1971 (100კგ; სოფია, ბულგარეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1967 (97კგ; დელი, ინდოეთი)
ევროპის ჩემპიონი - 1966 (97კგ; კარლსრუე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1969 (+100კგ; სოფია, ბულგარეთი)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1967 (97კგ; სტამბოლი, თურქეთი)
სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ჩემპიონი - 1967 (100კგ; მოსკოვი)
სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი - 1971 (100კგ; მოსკოვი)
სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1959 (100კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონი - 1964 (97კგ; ორჯონიკიძე), 1965 (100კგ; თბილისი), 1966 (100კგ; ალმა ატა), 1967 (100კგ; მოსკოვი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1968 (100კგ; კიევი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1959 (100კგ; მოსკოვი), 1962 (97კგ; ორჯონიკიძე), 1969 (100კგ; ლუგანსკი)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1969

სხვა ჯილდოები:
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ; 1969.05.30)

შოთა ლომიძის შედეგები 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადაზე:
I წრე: ჰაინც კილი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) - მოგება
II წრე: იოჟეფ ჩატარი (უნგრეთი) - მოგება
III წრე: მოსლემ ესკანდარ-ფილაბი (უნგრეთი) - მოგება
IV წრე: თავისუფალი იყო
V წრე: საიდ მუსტაფოვი (ბულგარეთი) - ფრე
ფინალური ჯგუფი, I წრე: იოჟეფ ჩატარი (უნგრეთი) - მოგება
ფინალური ჯგუფი, II წრე: თავისუფალი იყო
ფინალური ჯგუფი, ოქროს მედლისთვის: აჰმეტ აიიქი (თურქეთი) - ფრე*
*-ოქროს მედლისთვის გამართული შეხვედრის წინ ყველამ იცოდა, რომ ჩემპიონობისთვის თურქს ფრეც აწყობდა, ლომიძე კი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ხდებოდა ჩემპიონი. აიიქი მსოფლიოს და ევროპის 1967 წლის ჩემპიონი გახლდათ.

*-1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე, IX ადგილი.
*-1966 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კარლსრუეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფინალში თურქეთის ათგზის ჩემპიონი აჰმეთ აიიქი დაამარცხა. ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ეს აიიქის ერთადერთი მარცხი იყო.
*-1968 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა ვიქტორ სანეევის (მძლეოსნობა) და რომან რურუას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) შემდეგ.
*-1969 წლის 8-10 მარტს თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს XI ჩემპიონატი მარ დელ პლატაში (არგენტინა) გაიმართა. შოთა ლომიძემ ჰოლოგინ ბაიანმუხს (მონღოლეთი), პეტერ იუცაიერს (შვეიცარია) და ვიცე-ჩემპიონ ლარი კრისტოფს (ამერიკის შეერთებული შტატები) სძლია, ხოლო მომავალ ბრინჯაოს მედალოსან ვასილ ტოდოროვთან (ბულგარეთი) ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა და შოთაც პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
*-1969 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი) და რომან რურუას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) შემდეგ.
*-1971 წლის 27-30 აგვისტოს მსოფლიოს XIII ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა. ქართველმა ფალავანმა ზედიზედ დაამარცხა ენახე პანაიტი (რუმინეთი), ხალიდი (ერაყი), ალფონს ჰეჩერი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), იოჟეფ შატარი (უნგრეთი), მონღოლ ჰოლოგინ ბაიანმუხთან ფრედ იჭიდავა და მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამ ტიტულით ლომიძემ კარიერა დაასრულა.
*-1971 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა ლევან თედიაშვილის (თავისუფალი ჭიდაობა) და ალექსანდრე მეტრეველის (ჩოგბურთი) შემდეგ.
*-სპორტული ასპარეზის დატოვების შემდეგ, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ახალციხის და გარდაბნის საკონსერვო ქარხნებს, შემდეგ კი თბილისის უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანია „ლაღიძის წყლებს“.

   

მესამე ადგილი(ქვემძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1969, მინსკი, ბელარუსი; ლუგანსკი, უკრაინაი
მეორე ადგილი(ქვემძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1968, მაჰაჩყალა, რუსეთი; კიევი, უკრაინა
პირველი ადგილი(ქვემძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1967, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი(ქვემძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1966, ალმათი, ყაზახეთი; ნოვიოსიბირსკი, რუსეთი
პირველი ადგილი(ქვემძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1965, თბილისი, საქართველო; ერევანი, სომხეთი
პირველი ადგილი(საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1964, ორჯონიკიძე (ვლადიკავკაზი), რუსეთი; ბაქო, აზერბაიჯანი
მესამე ადგილი(საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1962, რიგა, ლატვია; ორჯონიკიძე (ვლადიკავკაზი), რუსეთი
მეორე ადგილი(-97 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1967, სტამბოლი, თურეთი
პირველი ადგილი(100 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1969, სოფია, ბულგარეთი
პირველი ადგილი(-97 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1966, კარლსრუე, გფრ
პირველი ადგილი(100 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1971, სოფია ბულგარეთი
პირველი ადგილი(100 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა
მეორე ადგილი(-97 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, დელი, ინდოეთი
მეორე ადგილი(-97 kg)
ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო