ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ლევან გორგაძე 'ტოჩინოშინი"

დაბადების თარიღი 13/10/1987   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა სუმო
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი მცხეთა
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

კასუგანოს ჰეიას (სკოლის) წარმომადგენელი.

ჭიდაობას ბავშვობიდან მისდევდა და წარმატებით  გამოდიოდა როგორც ძიუდოისტთა, ასევე სამბისტთა ტურნირებში. არის სუმოშ 18 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. 2005 წელს მან გაიმარჯვა 20 წლამდელ ძიუდოისტთა ა კატეგორიის ტურნირში, რომელიც ქალაქ ბაქოში გაიმართა. სუმოში ასპარეზობა ლევან გიორგაძემ 2004 წელს დაიწყო, როდესაც იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე აბლოლუტურ წონაშ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მომდევნო წელს , ტოკიოში ჩატარებულ მსოფლიო პირველობაზე ორი ვერცხლის მედალი აიღო (პირადი და გუნდური). დიდ სუმოში ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის  მარტში შედგა.  2008 წლის  მაისში  მან მაკუუჩი ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) წამყვან პოზიციებს მიაღწია. 2013 წლის ივლისში ტოკუსიორიუსთან გამარჯვებით დასრულებული ბრძოლის დროს  მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ  კარგა ხნით ჩამოშორდა სპორტს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტოჩინოშინი სუმოს მხოლოდ 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტა (მესამე) დივიზიონიდან დაიწყო. 2018 წლის იანვარში  ტოჩინოშინმა გაიმარჯვა ჰაცუ ბაშოში (15 დღიან ტურნირში) და საიმპერატორო თასს დაეუფლა. ამრიგად, "ტოჩინოშინი" გახდა მესამე ევროპელი (ბულგარელი  კოტოსიუს  და ესტონელი ბარუტოს შემდეგ) ვინც ამის გაკეთება  შეძლო. 2018 წლის მაისში ტოჩინოშინმა მეორე ადგილი დაიკავა პრესტიჟულ  ბაშოში და მხოლოდ იოკოძუნა კაკორიუს ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბაშოზე ტოჩინოშინმა ყველა დროის საუკეთესო სუმოისტად აღიარებული იოკოძუნა, მონღოლი ჰაკუჰო დაამარცხა. ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ტოჩნოშინს, სუმოს იერარქიაში "იოკოძუნას"  შემდეგ რანგით მეორე,  "ოძეკის" წოდება მიენიჭა. ტოჩინოშნო არაერთი სპეციალური პრიზის მფლობელია. ლევან გორგაძის შიკონა (სუმოს მებრძოლის პროფესიონალური ზედმეტსახელი) შედგენილია კასუგანოს სკოლის ტრადიციული პირველი თავსართისგან — „ტოჩი“ (ცხენის წაბლი) და „შინი“ (გული).  

 

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო